ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კვირის სიახლეები

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში მამალაძეების ( ბუღარაშვილების) უბანში სამანქანე ხიდი, ხოლო სოფელ ქვაბღაში გზის მონაკვეთია დაზიანებული, რის გამოც ამ უბნებში მცხოვრებ ოჯახებთან საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.
  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ პირადად მოინახულა ეს სოფლები და პირობა მისცა უბნის მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ხიდისა და გზის რეაბილიტაცია. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შექმნა დაწყებულია.
  გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე მოინახულეს სოფელ ზოტის საბავშო ბაღის მშენებლობა, რომელიც სულ მალე დასრულდება. ასევე მალე დაიწყება სოფლების : შუაფარცხმის, ხიდისთავისა და კოხნარის წყალსადენების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის გამგებლის სარეზერვო ფონდიდან 8400 ლარი გამოიყო.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG