გამოფენა-კონკურსი „ქრისტე აღსდგა“
დღეს 17 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ანა კალანდაძის სახელობის სკვერში, გაიმართა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა-კონკურსი - ,,ქრისტე აღსდგა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ასევე ხამრევლო, სამუსიკო და სამხატვრო სკოლა, მოსწავლე-ახლაგაზრდობის სახლი, სამუზეუმო გაერთიანება და შშმ პირთა მომსახურების ცენტრი - ,,ჩვენ ერთად ვართ”. ფესტივალის გამარჯვებულად გამოვლინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა.