ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წყალი დასალევად ვარგისია

  დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურეგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული სერვისცენტრის მიერ მიმდინარეობდა წყლის სინჯის აღება.
  ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის გაერთიანებული სერვის ცენტრის დირექტორმა დავით ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ სტანდარტულ პროცედურებში შედის რეზერვუარზე წყლის მიკრო ანალიზის ყოველდღიური გამოკვლევა , ასევე ყოველკვირეული წყლის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი და ასევე ყოველკვირეული ბაქტეროლოგიური ანალიზი.
  დავით ცერცვაძის განცხადებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წყალი დასალევად ვარგისია.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG