ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლებში
მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე - ზაალ მამალაძესთან და გამგებლის პირველ მოადგილე - თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ამაღლებისა და ზომლეთის თემში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს სოფელ ამაღლებაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ვანში სოფლის სახლის მშენებლობა, სოფელ ზომლეთში საბავშვო ბაღისა და კულტურის ცენტრის სარემონტო სამუშაოები.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #ინფრასტრუქტურა2017