სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად, პატივი მიაგეს აფხაზეთში დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების (მამუკა კალანდაძე, გია სიხარულიძე, ზაზა ცინცაძე, ლექსო ბერაძე, გურამ უჯმაჯურიძე, გელა ბელაუსოვი, გოჩა უნგიაძე, ალბერტ შინოვი, ნუგზარ კიკვაძე, გოჩა ონიანი, გია ტრაპაიძე, ზურაბ კიკვაძე) საფლავებს და მიუსამძიმრეს მათ ოჯახებს.