ჩოხატაურელი გოგონების წარმატება ნიუ-იორკში
ნიუ-იორკში, კაუფმანის მუსიკალურ ცენტრში, 26 ნოემბერს, საერთაშორისო ვოკალური კონკურს-ფესტივალი "PEARL OF NEW YORK 2017" გაიმართა. კონკურსში მსოფლიოს 10 ქვეყანას შორის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული "ჯინსების თაობის" სოლისტებმა ლილიანა ლომინეიშვილმა და ქეთი მოდებაძემ მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებული ჩოხატაურელი მომღერლები საქართველოში გრან-პრით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დაბრუნდებიან.
ვულოცავთ გოგონებს და ვუსურვებთ წარმატებებს!
#გურია2017 #ჩოხატაური2017