„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ კონკურსი

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროქტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილე მინდია ჟღერია, რესურცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფი, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა.
გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“, გივი მდინარაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
ასევე , ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.
სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროქტ „ეტალონის“ ფორმატით , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა.
პროექტში 76-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. "ეტალონი მოსწავლის" ტიტულს ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის VIII კლასელი თამარ სიხარულიძე დაეუფლა.
ვულოცავთ თამარს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #ჩოხატაურისეტალონიმოსწავლე

„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ კონკურსი

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG