არჩილ კუტალაძის პერსონალური გამოფენა
25 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ჩოხატაურელი მხატვრის არჩილ კუტალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „წვეთიზმი“ გაიმართა, რომელიც 2018 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.
მხატვარმა თავისი ექსპოზიციიდან, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ა(ა)იპ სამსახურს საჩუქრი გადასცა.
გამოფენა გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით.
გამოფენის პარტნიორია პირველი თანამედროვე ხელოვნების ინტერნეტ პორტალი გურიაში.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #კულტურა