საქველმოქმედო ღონისძიება "ხელი ხელს"
27 დეკემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, ჩოხატაურის ადგილობრივი ფილიალის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით,
გამართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ,,ხელი ხელს".
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამხატვრო სკოლამ, ჯვარცხმის საჯარო სკოლამ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლამ, წითელი ჯვრის ბენეფიციარებმა და მოხალისეებმა.
შემოსული თანხა გადაეცემა კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს.
#გურია2017 #ჩოხატაური2017