ჩოხატაურში უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს დახმარება გაუწიეს

"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების 7 სულიან ოჯახს დახმარება გაუწიეს.
დღეს, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს - გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ მურადაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები, სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების ოჯახს ესტუმრნენ და პროდუქტებთან ერთად სხვა საჭირო ნივთები მიუტანეს.
ჭიხვარიების საცხოვრებელი პირობები გუბერნატორმა ადგილზე დაათვალიერა და ოჯახს სოლიდური თანხით დაეხმარა. უახლოეს მომავალში, მუნიციპალიტეტის მერია უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს, სამშენებლო მასალებსაც გადასცემს.
„ არ ვიცი რა ვთქვა, სიხარულისგან საუბარიც კი მიჭირს. ჩვენს ოჯახს უკვე აქვს საჭმელი და წამლის თანხა, მაქვს უკეთესი დღის იმედიც. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „გურია ნიუსს“, გუბერნატორს, პოლიციის უფროსს, ჩოხატაურის მერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილებისა და შვილიშვილების გვერდით დგას“- ნანული ჭიხვარია.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სოციალურიდახმარება #სიკეთეგადამდებია

ჩოხატაურში უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს დახმარება გაუწიეს

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG