50 წელი ანსამბლ გურიას დაარსებიდან.

დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,გურია“-ს დაარსებიდან 50 წლისთავის აღსანიშნავად, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ანსამბლს იუბილე მიულოცა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა , ბატონმა ჯემალ ჭკუასლმა, ასევე, სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნანა ვალიშვილმა.
ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, „გურიას“ საიუბილეო თარიღი მიულოცეს მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან: ლანჩხუთის და სენაკის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
პარლამენტის წვრმა ბატონმა თემურ ჭკუასელმა მისალოცი ბარათი გამოუგზავნა იუბილარ ანსამბლს:“გურია, ეს ჩვენი პატარა კუთხე ბევრი რამითაა გამორჩეული მაგრამ მისი უნიკალურობა და ზღვარდაუდებელი ნიჭიერება ყველაზე შთამბეჭდავად გურულ სიმღერაში განხორციელდა. ჩვენი წინაპრების მუსიკალური აზროვნება არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიო მაშსტაბითაც გასაოცარია. საკუთარი გამოცდილებით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ დედამიწის არცერთ კუთხეში გურულ სიმღერასთან მიმსგავსებულიც კი არ არსებობს. "არსად ისე არ მღერიანო", ხომ გახსოვთ. ჰოდა, ყოველივე ამის გათვალისწინებით ათეულობით წლების მანძილზე ერთერთი თვიმყობადობით გამორჩეული ანსამბლის იუბილე არაა რიგითი მოვლენა. გამორჩეული ანსამბლის, რომელსაც სახელიც გამორჩეული ჰქვია, "გურია", იუბილეს მთელი საქართველო უნდა ზეიმობდეს. მე, როგორც ამ ანსამბლის დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, ერთ დროს მისი შემოქმედების საჯარო სივრცეში არაერთხელ და ორჯერ გამომტანი, რა თქმა უნდა თქვენთან უნდა ვიყო და თქვენთან ერთად უნდა ვზეიმობდე მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ამას სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. ამიტომ დაუსწრებლად გილოცავთ და გისურვებთ ძველებური შემართებით გააგრძელოთ მოღვაწეობა. აქვე მინდა გავიხსენო ის განუმეორებელი მომღერლები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს პატარა ჩოხატაურს და რომელთა გადმოცემულ ესტაფეტასაც თქვენ სახელოვნად აგრძელებთ. სიხარულიძეები, ბერძენიშვილები, ბესარიონ კობიძე, შოთა დოლიძე, ვაჟა გოგოლაძე, ძმები აცანელიძეები, ვანიჩკა გუდავაძე, სხვები და სხვები. მათ ხსოვნასაც ვეფერები და თქვენ კი დიდხანს გემღეროთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად. სიყვარულით, თქვენი თემურ ჭკუასელი.“
ანსამბლს მნიშვნელოვანი თარიღი, მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცა და საჩუქრად მათივე სიმღერების აუდიო დისკები გადასცა.

50 წელი ანსამბლ გურიას დაარსებიდან.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG