კონკურსი - ,,საქართველოს მოხალისე''
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის
განვითარების პროგრამას - "საქართველოს მოხალისეს“. პროგრამის განხორციელებას
საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი
და სამოქმედო გეგმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის
მართვის დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის
ჩათვლით გამოაცხადა კონკურსი ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64
მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო
მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
კონკურსის პირველი ეტაპი:
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა,
მიმდინარე წლის ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ
სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურს
ის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპი:
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში
მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგრამის საკოორდინაციო
არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში
გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
კონკურსის შედეგად შერჩეული მოხალისეები ივლისის ბოლოს გაივლიან მოხალისეობის
უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს, რომლის
დასრულების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.
პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოხალისეები გადამზადების შემდეგ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, უშუალოდ განახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა :მოხალ ისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა