თეატრალური ფესტივალი დაიწყო
5 ივლისს, გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც მწერალის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ფესტივალის ფარგლებში, ოზურგეთის თეატრის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლის - ,,მონატრება“ პრემიერა გაიმართა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძე საგანგებოდ ფესტივალისთვის დადგა.
უკვე მეორედ, ოზურგეთის თეატრი, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს. ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით გახორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს, როგორც ქართული პროფესიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
ფესტივალში, წელს, 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჰელადოსს“ წარმოადგენს, ხოლო მოსკოვის თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭე“ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. პერმიის თეატრი “U Mosta” სპექტაკლით „ზურიკელა“ წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
ფესტივალი 14 ივლისის ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, სპექტაკლით „მზიანი გული“ დასრულდება.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #თეატრალურიფესტივალი2018