პოლონეთის, ლიეტუვას და ნორვეგიის დამეგობრებული ქალაქების ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლების ვიზიტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწვევით მიმდინარე წლის 11-18 ივლისს, ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშრისო ფესტივალის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა უცხოელ სტუმრებს: პოლონეთის ლეჟაისკის პოვიატის საკრებულოსა და მერიის, ლიეტუვას ქალაქ პასვალისის მუნიციპალიტეტისა და ნორვეგიის ქალაქ დრანგედალის მერიის წარმომადგენლებს. შედგა ოფიციალური შეხვედრები მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობები კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში.
ანსამბლი ,,ამაღლება“ მიიწვიეს 8 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკის დღესა და პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ 100 წლის იუბილეზე.ასევე ნორვეგიის ქალაქ დრანგედალში ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით, დარანგედალსა და ნორვეგიის სამ ქალაქში გაიმართება ანსამბლ ,,ამაღლების“ კონცერტები, მიღებული შემოსავალი მთლიანად მოხმარდება ანსამბლ „ამაღლების“ განვითარებას.
ქალაქ ლეჟაისკისა და პასვალისის წარმომადგენლებთან მოხდა შეთანხმება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის გახსნის შემდეგ, მოხდება ოფიციალური დამეგობრება ქალაქებში არსებულ პროფესიულ სასწავებლებთან, რაც მოიცავს: გაცვლით პროგრამებსა და და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას.
ქალაქის წარმომადგენლები დაეხმარებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული პროექტების და ინვესტიციების მოზიდვაში.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ტურისტული ადგილები და ღირსშესანიშნაობები.

პოლონეთის, ლიეტუვას და ნორვეგიის დამეგობრებული ქალაქების ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლების ვიზიტი

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG