პროექტის „რა ყოფილა გურია“ პრეზენტაცია
5 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ევროკავშირის პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვერდაზე ასევე წარმოდგენილი იქნა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი საიმიჯო ვიდეო კლიპისა და წიგნის „აი, გურია!“ პრეზენტაცია, რომლებიც უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტებს ჩოხატაურის ღირსშესანიშნაოებებს გააცნობენ.
პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა, უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ-„პროგრესის სახლთან“ ერთად ახორციელებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროექტის დირექტორი ნანა თავმდუმაძე და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #რაყოფილაგურია