განცხადება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევა.
21 მაისს ხარჯთაღრიცხვები განსაფასებლად გაგზავნილია 4 ადმინისტრაციულ ერთეულში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან (გორაბერეჟოულის, გუთურის, დაბლაციხის და დიდივანის ადმინისტრაციული ერთეულები).
22 მაისს განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვები გადაიგზავნება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან:
1. ერკეთის ადმინისტრაციული ერთეული;
2. ვან ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეული
3. ზემოსურების ადმინისტრაციული ერთეული;
მიმწოდებლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოების განხორციელებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 2019 წლის 22 მაისის 12 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
1. მიმართვა;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
განახლებული ინფორმაცია გამოყვეყნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე - www.chokhatauri.gov.ge .

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG