საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავი
ჩოხატაურში 26 მაისი, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 101 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ტრადიციულად გაიმართა დოღი. წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის ეკლესიიდან დაბის მოადნამდე მოეწყო სახალხო მსვლელობა ქ. ქუთაისის სასულე ორკესტრთან ერთად. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #26მაისიესდღეჩვენია