განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევა.
27 მაისს ხარჯთაღრიცხვები განსაფასებლად გაგზავნილია 3 ადმინისტრაციულ ერთეულში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან (შუა ამაღლების, შუასურების, ხევის ადმინისტრაციული ერთეულები).
იმის გამო, რომ ფასების კველავა ვერ განხორციელდა 2 ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელ სამუშაოებზე 28 მაისს ხარჯთაღრიცხვები განსაფასებლად განმეორებით გაგზავნილია 2 ადმინისტრაციულ ერთეულში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან (ნაბეღლავის და საჭამიასერის ადმინისტრაციული ერთეულები).
29 მაისს განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვები გადაიგზავნება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან:
1. ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული;
2. ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეული
მიმწოდებლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოების განხორციელებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 2019 წლის 29 მაისის 12 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
1. მიმართვა;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
განახლებული ინფორმაცია გამოყვეყნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე - www.chokhatauri.gov.ge .