ენერგოომბუდსმენი მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი თანაშემწეებთან ერთად გურიის რეგიონს სტუმრობდა.
სალომე ვარდიაშვილი, ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კუჭავას შეხვდა, სამომავლო თანამშრომლობის შეთანხმების მიზნით და მისგან მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული პრობლემები.
ენერგოომბუსმენის შეხვედრებს საინფორმაციო ხასიათი აქვს, გულისხმობს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეებთან შეხვედრას, კონსულტაციების გაწევას, განცხადებების შეგროვებას და მოქალაქეთა მეტ ინფორმირებას.
#გურია2019 #ჩოხატაური2019