ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
24 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
აქციაში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სხვადასხვა საჯარო სამსახურების , ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოში, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იმართება. აქცია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.