ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას (25 ნოემბრი - 10 დეკემბერი) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25-ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. 16 დღის განმავლობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტი გეგმავს როგორც ონლაინ შეხვედრების სერიას,ასევე საინფორმაციო სოციალრი მედია აქტივობების განხორციელებას.
ჩოხატაურის მუნციპალიტეტი აღნიშნული კამპანიის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო, გეგმავს ონლაინ შეხვედრებს, როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, ჩატარდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა. კამპანიის ფარგლებში მცირე აქცია -მსვლელობის დროს გავრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები, ბეჭდური სახით ასევე გავავრცელებთ ელექტრონული საშუალებებითაც.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომე-
ლიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი
ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური
მექანიზმები. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები.
მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. კერძოდ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, მუნიციპალიტეტის როგორც 2019 წლის, ასევე 2020 წლის ბიუჯეტში და სოციალური დახმარების გაცემის წესში გათვალისწინებული იქნა კონკრეტული „მუხლი 23. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“, რომლის პირველ პუნქტშიც გათვალისწინებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/ბენეფიციართა ფულადი დახმარება :
„1.1 მსხვერპლმა/ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოდაგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დოკუმენტი ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და სასამართლოდან. დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
1.2 ბენეფიციარის განცხადებას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში არსებული სამუშაო ჯგუფი და სათანადო დასკვნით განისაზღვრება დახმარების ზუსტი ოდენობა.
1.3 თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე, თითოეულ ბენეფიციარზე დადგენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 1500 ლარამდე.“
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა.
მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ გულგრილობა, და გვერდზე გადგომა დაუშვებელია, უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.