ელექტრონული მმართველობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურში (სხივი) დაინერგა ახალი ელექტრონული მმართველობის სერვისები. ახალი ელექტრონული სისტემა არის მოქალაქეზე ორიენტირებული მუნიციპალური მმართველობის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლის მეშვეობითაც ის უკეთ ემსახურება საკუთარ მოქალაქეს. ახალი ელექტრონული სისტემა  მოიცავს შემდეგ სერვისებს:

1. ელექტრონული განცხადებების ერთიანი სისტემას - ms.gov.ge;

2. შენი იდეა მუნიციპალიტეტის მერს - idea.municipal.gov.ge;  (ბრძანებაგანხორციელების წესი)

3. მუნიციპალური პროექტების მონიტორინგს - build.municipal.gov.ge;

4. მოქალაქეთა ონლაინ დახმარებას - ms.gov.ge.


ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური  რესურსი და დრო,  მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.

იხ. ახალი ელექტონული მმართველობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG