ტრენინგი 2 მაისი

მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“(GIZ) შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის მდგრადიგანვითარების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილია ტრენინგის „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ ჩატარება გურიაში.
აღნიშნული ტრენინგები, ხელს შეუწყობს რეგიონებში კონკურენტუნარიანი მომსახურებების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კურსი ჩატარდება ტრენერის - მირანდა გორგილაძის მიერ.
ტრენინგის ძირითადი თემატიკები:
 ინფრასტრუქტურის მოწყობა;
 ჰიგიენის ნორმები;
 რეცხვა-დეზინფექციის პროცედურა;
 სურსათის უვნებლობა;
 ალერგენების მართვა;
 სამუშაო ინსტრუქციები;
 საკანონმდებლო მოთხოვნები.
სასაწავლო კურსი ჩატარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში - სხდომათა დარბაზში.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დამიკავშირდეთ.
ტელ:577417810 - ანა შარაშენიძე
დასაწყისი 12 საათიდან 18 საათამდე.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG