ახალგაზრდული იდეების კონკურსი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, ჩოხატაურის მერიის ახალგაზრდულ საბჭოსთან ერთად, აცხადებს „ახალგაზრდული იდეების კონკურსს“.
კონკურსის მიზანია:
- საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
- საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა;
- გარემოს დაცვა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს.
წარდგენილი პროექტის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათას) ლარს. პროექტის საერთო თანხა შეადგენს 20 000 (ოცი ათას) ლარს.
კონკურსში გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს ჩოხატაურის მერის მიერ დამტკიცებული დროებითი სამუშაო კომისია.
განცხადებები მიიღება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ასევე, ფიზიკური ფორმით, მისამართზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, წერეთლის ქ. N2
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 40 86 86
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 8 ივლისი.
საპროექტო განაცხადის ფორმა და დებულება იხილეთ მითითებულ ბმულებზე:
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, კურორტი ბახმარო.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2023 წლის 15 ივნისი, 16:00 საათი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 5 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).
ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტების წარმოებით, ასევე ეკო-ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უფასო სასწავლო კურსი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ან/და განვითარების მიზნით
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს:
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და ბიზნეს-უნარების გაძლიერებას. სწავლება მოიცავს პრაქტიკულ დავალებებსა და ბიზნეს სიმულაციებს.
სასწავლო კურსი ფარავს შემდეგ საკითხებს:
- მეწარმეობა - იდეიდან განხორციელებამდე
- ფინანსური წიგნიერება - (ბიუჯეტირება, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, რისკების მართვა)
- საგადასახადო და იურიდიული საკითხები
- მარკეტინგი, ბრენდინგი და ელ-კომერცია
- ბიზნეს გეგმის შედგენა
- პრაქტიკული ბიზნეს დავალებები და ბიზნეს სიმულაცია
ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ ისარგებლონ ECO.Georgia-ს პროექტის დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმებით, როგორც ბიზნეს პროდუქტის შემუშავების, ასევე გაუმჯობესების პროცესში (ეტიკეტირება, მარკეტინგი, შეფუთვა, გამოფენებში მონაწილეობა და სხვ.)
დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგში მონაწილოებისათვის აუცილებლად უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ: https://forms.gle/ujNn5X7ECJiYX3mw6
ან შეავსონ კითხვარი, რომელიც ბეჭდური სახით ხელმისაწვდომია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.
რეგისტრაცია დასრულდება 24 მაისს, დღის ბოლოს.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ფარავს ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს. შერჩეული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ტრენინგის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
გამოცხადებული სასწავლო კურსი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური (SDC) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia“-ს ფარგლებში. პროექტი “ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ. პროექტი ერთობლივად ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით.
2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა
2023 წლის 13 აპრილს, 15:00 საათზე, გაიმართება 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, II სართული, სააქტო დარბაზი.
დასწრება თავისუფალია.
მრჩეველთა საბჭოს სხდომა.
2023 წლის 15 მარტს 14:00 საათზე გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ.
მომხსენებელი: დავით შარაშიძე
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ.
მომხსენებელი: დავით შარაშიძე
სკრინინგის განცხადება - სოფ. ბუქსიეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სოფ. ბუქსიეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ბუქსი ჰესის“
ინფორმაცია სკრინინგის შესახებ:
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად
განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ.
ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2499). გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული
შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის
გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
ქობულეთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 220 კვ. ,,პალიასტომი 1’’-ს შეჭრის 220/110/35 კვ. ქ/ს ,,ოზურგეთში’’, 110 კვ. ორჯაჭვა „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანისა და ქვესადგური ,,ოზურგეთის’’ განთავსების პროექტის ექსპლუატაციი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გურიის რეგიონში გეგმავს „220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,პალიასტომი 1’’-ს შეჭრა 220/110/35 კვ ქ/ს ,,ოზურგეთში’’, 220/110/35 კვ ქვესადგური ,,ოზურგეთის’’ და 110 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ პროექტის ცვლილებას.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1422). დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ.ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
სკრინინგის განცხადება - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორაბერეჟოულში შპს „ჯორჯტრანსის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა- ექსპლუატაციაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორაბერეჟოულში შპს „ჯორჯტრანსის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ” 2023 წლის 15 თებერვლის №81/ს ბრძანება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯორჯტრანსი“
ინფორმაცია სკრინინგის შესახებ: იხილეთ დანართი
საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, თანდართული დოკუმენტაცია და სკოპინგის განცხადება, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (ელ. ბმული- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1209), საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიის საინფორმაციო დაფასა და ოფიციალურ ვებგვერდებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.moesd.gov.ge/?page=projects&s=49).