სოფ. გორაბერეჟოულში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯორჯტრანსი“.
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1303). გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე, მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით. მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით (იხ. ბრძანება).
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტიდან (chokhatauri.gov.ge) საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში. შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სკოპინგის განცხადება
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის განცხადებასა და საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის და მისი დანართის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტებს.
სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
სგშ-ის ანგარიშთნ და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტტან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1180
მრჩეველთა საბჭოს სხდომა
2022 წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებებლი: დავით შარაშიძე
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ.
მომხსენებლი დავით შარაშიძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მომხსენებლები:
-ირაკლი კუჭავა-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
-მაია კუტუბიძე-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;
-მაია გოგოლაძე-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
-ვლადიმერ სიხარულიძე-საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ადგილობრივი თვითმმართველობის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორის, საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს, ადგილობრივი ა(ა)იპების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
ჩოხატაურის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და მისი ძირითადი პარამეტრები, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირებმა ბიუჯეტის პროექტზე მათი მოსაზრებები წარმოადგენს.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინიციატივები.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ,,ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს" (INDI) და ,,გურიის სამოქალაქო ცენტრს".
სკრინინგის განცხადება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი, სოფელ ზომლეთში, შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 29-ე კმ-თან, მდ. სუფსას ნაპირდაცვითი სამუშაოების პროექტის განხორციელება
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სოფ. ზომლეთში მდ. სუფსას ნაპირდაცვითი სამუშაოების პროექტის სკრინინგი.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს).