თეატრალური ფესტივალი დაიწყო
5 ივლისს, გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც მწერალის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ფესტივალის ფარგლებში, ოზურგეთის თეატრის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლის - ,,მონატრება“ პრემიერა გაიმართა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძე საგანგებოდ ფესტივალისთვის დადგა.
უკვე მეორედ, ოზურგეთის თეატრი, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს. ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით გახორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს, როგორც ქართული პროფესიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
ფესტივალში, წელს, 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჰელადოსს“ წარმოადგენს, ხოლო მოსკოვის თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭე“ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. პერმიის თეატრი “U Mosta” სპექტაკლით „ზურიკელა“ წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
ფესტივალი 14 ივლისის ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, სპექტაკლით „მზიანი გული“ დასრულდება.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #თეატრალურიფესტივალი2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრში დაიწყო 2018 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში.
ჩემპიონატში იასპარეზებენ 18 წელს ზევით ასაკის, ადგილობრივი, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარულ მოჭადრაკეები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ჩემპიონატის მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის მერია-საკრებულო და ჩოხატაურის ჭადრაკის ფედერაცია.
#გურია2018 #ჩოხატაური20178 #ჭადრაკისჩემპიონატი2018
უამინდობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
18 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაირეცხა შიდა სასოფლო გზები, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი.
სხავდასხვა ლოკაციებზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად. მიმდინარეობს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება და აღნუსხვა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სტიქია
კონკურსი - ,,საქართველოს მოხალისე''
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის
განვითარების პროგრამას - "საქართველოს მოხალისეს“. პროგრამის განხორციელებას
საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი
და სამოქმედო გეგმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის
მართვის დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის
ჩათვლით გამოაცხადა კონკურსი ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64
მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო
მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
კონკურსის პირველი ეტაპი:
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა,
მიმდინარე წლის ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ
სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურს
ის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპი:
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში
მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგრამის საკოორდინაციო
არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში
გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
კონკურსის შედეგად შერჩეული მოხალისეები ივლისის ბოლოს გაივლიან მოხალისეობის
უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს, რომლის
დასრულების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.
პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოხალისეები გადამზადების შემდეგ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, უშუალოდ განახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა :მოხალ ისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა
ხიდისთავის თემში შიდა გზების რეაბილიტაცია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ხიდისთავის თემში იმყოფებოდა. მერმა სოფლის შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
საანგარიშო კონცერტი ხელოვნების სასახლეში.
4 ივნისს, ა (ა) იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში გაიმართა სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის აღსაზრდელებისა და პედაგოგების ნამუშევრები : ფერწერის, თექის, კერამიკის, მაკრამეს, ხეზე კვვეთისა და ხალხური რეწვის ნიმუშები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები.
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
დღეს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის საბავშო სტუდია ,,ლიმპოპო“-ს კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
50 წელი ანსამბლ გურიას დაარსებიდან.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,გურია“-ს დაარსებიდან 50 წლისთავის აღსანიშნავად, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ანსამბლს იუბილე მიულოცა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა , ბატონმა ჯემალ ჭკუასლმა, ასევე, სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნანა ვალიშვილმა.
ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, „გურიას“ საიუბილეო თარიღი მიულოცეს მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან: ლანჩხუთის და სენაკის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
პარლამენტის წვრმა ბატონმა თემურ ჭკუასელმა მისალოცი ბარათი გამოუგზავნა იუბილარ ანსამბლს:“გურია, ეს ჩვენი პატარა კუთხე ბევრი რამითაა გამორჩეული მაგრამ მისი უნიკალურობა და ზღვარდაუდებელი ნიჭიერება ყველაზე შთამბეჭდავად გურულ სიმღერაში განხორციელდა. ჩვენი წინაპრების მუსიკალური აზროვნება არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიო მაშსტაბითაც გასაოცარია. საკუთარი გამოცდილებით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ დედამიწის არცერთ კუთხეში გურულ სიმღერასთან მიმსგავსებულიც კი არ არსებობს. "არსად ისე არ მღერიანო", ხომ გახსოვთ. ჰოდა, ყოველივე ამის გათვალისწინებით ათეულობით წლების მანძილზე ერთერთი თვიმყობადობით გამორჩეული ანსამბლის იუბილე არაა რიგითი მოვლენა. გამორჩეული ანსამბლის, რომელსაც სახელიც გამორჩეული ჰქვია, "გურია", იუბილეს მთელი საქართველო უნდა ზეიმობდეს. მე, როგორც ამ ანსამბლის დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, ერთ დროს მისი შემოქმედების საჯარო სივრცეში არაერთხელ და ორჯერ გამომტანი, რა თქმა უნდა თქვენთან უნდა ვიყო და თქვენთან ერთად უნდა ვზეიმობდე მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ამას სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. ამიტომ დაუსწრებლად გილოცავთ და გისურვებთ ძველებური შემართებით გააგრძელოთ მოღვაწეობა. აქვე მინდა გავიხსენო ის განუმეორებელი მომღერლები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს პატარა ჩოხატაურს და რომელთა გადმოცემულ ესტაფეტასაც თქვენ სახელოვნად აგრძელებთ. სიხარულიძეები, ბერძენიშვილები, ბესარიონ კობიძე, შოთა დოლიძე, ვაჟა გოგოლაძე, ძმები აცანელიძეები, ვანიჩკა გუდავაძე, სხვები და სხვები. მათ ხსოვნასაც ვეფერები და თქვენ კი დიდხანს გემღეროთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად. სიყვარულით, თქვენი თემურ ჭკუასელი.“
ანსამბლს მნიშვნელოვანი თარიღი, მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცა და საჩუქრად მათივე სიმღერების აუდიო დისკები გადასცა.
დამოუკიდებლობის დღე
ჩოხატაურში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება.
24 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებამ” ღონისძიება გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო სახელოვნებო წრეების მოსწავლეების ნამუშევრები : ფერწერის, თექის, კერამიკის, მაკრამეს, ხეზე კვვეთისა და ხალხური რეწვის ნიმუშები. ღონისძიება დასრულდა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების კონცერტით.
ახალგაზრდული კვირეული.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის კონცერტი გაიმართა.