ქალთა საერთაშორისო დღე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
ბუკისციხის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
6 მარტს, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, სოფლის ხელმძღვანელ პირებთნ და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, ბუკისციხის საბავშვო ბაღის ახალი შენობა დაათვალიერეს.
თანამედროვე სტანდარტების მქონე, 25 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურა #ბაღები
ბალახის ჰოკეის ტურნირი ჩოხატაურში
1 მარტს, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ბალახის ჰოკეის ვაჟთა გუნდებს შორის, ჩოხატაურის ბალახის ჰოკეის კლუბის ყოფილი პრეზიდენტის დავით თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
გამარჯვებული ჩოხატაურის გუნდი თასითა და სიგელებით დაჯილდოვდა.
ტურნირი გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის ორგანიზებით.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სპორტი
ლაშა ღლონტი ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, 28 თებერვალს, ცნობილი ქართველი მომღერლის ლაშა ღლონტის სოლო კონცერტი გაიმართა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კულტურა2018
ინფრასტრუქტურული ობიექტები საჭამიასერის თემში
27 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან, მერიის შესაბამის სამსახურებთან და სოფლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საჭამიასერის ტერიტორიულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გაესაუბრა და მათთან ერთად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.
ჩომეთში მოსაწესრიგებელია სოფლის სასაფლაოს ღობე, რეაბილიტაციას საჭიროებს კალაგონის მიმართულებით საავტომობილო გზა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურასოფლებში
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე
საბჭოთა ოკუპაციის დროს, კოჯორში დაღუპული ჩოხატაურელი იუნკერის, სოფელ სამების მკვიდრის მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. აღევლინა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #საბჭოთაოკუპაციისდღე
ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამების საავტომობილო გზაზე
სოფლების შუაამღლება-სამება-ზომლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის დაპროექტების სამუშაოები დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება, 2019 წლიდან კი იგეგმება აღნიშნული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. პარალელურად ამავე მიმართულებით მიმდინარეობს ავარიული სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად დაათვალიერა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურა2018
შეხვედრა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივის ფარგლებში
ევროკავშირის ინიციატივა “ მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში, სამუშაო ჯგუფმა გამართა მორიგი შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან, საკრებულოს თვამჯდომარე ზაალ მამალაძესთან, მერიისა და საკრებულოს სამსახურების თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგი პროცესი - ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა, ხედვა და მიზნების განსაზღვრა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
ჩოხატაურის მერი სკოლის დირექტორებს შეხვდა
14 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელ შორენა სიხარულიძესთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს შეხვდა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 # ინფრასტრუქტურა2018 #სკოლები
ჩოხატაურში კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია ჩატარდა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან და ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს მანანა მინდაძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო.
გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში რეგისტრაციას ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 1 მარტამდე აცხადებს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სოფლისმეურნეობა
ჩოხატაურში უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს დახმარება გაუწიეს
"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების 7 სულიან ოჯახს დახმარება გაუწიეს.
დღეს, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს - გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ მურადაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები, სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების ოჯახს ესტუმრნენ და პროდუქტებთან ერთად სხვა საჭირო ნივთები მიუტანეს.
ჭიხვარიების საცხოვრებელი პირობები გუბერნატორმა ადგილზე დაათვალიერა და ოჯახს სოლიდური თანხით დაეხმარა. უახლოეს მომავალში, მუნიციპალიტეტის მერია უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს, სამშენებლო მასალებსაც გადასცემს.
„ არ ვიცი რა ვთქვა, სიხარულისგან საუბარიც კი მიჭირს. ჩვენს ოჯახს უკვე აქვს საჭმელი და წამლის თანხა, მაქვს უკეთესი დღის იმედიც. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „გურია ნიუსს“, გუბერნატორს, პოლიციის უფროსს, ჩოხატაურის მერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილებისა და შვილიშვილების გვერდით დგას“- ნანული ჭიხვარია.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სოციალურიდახმარება #სიკეთეგადამდებია