25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე
საბჭოთა ოკუპაციის დროს, კოჯორში დაღუპული ჩოხატაურელი იუნკერის, სოფელ სამების მკვიდრის მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. აღევლინა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #საბჭოთაოკუპაციისდღე
ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამების საავტომობილო გზაზე
სოფლების შუაამღლება-სამება-ზომლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის დაპროექტების სამუშაოები დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება, 2019 წლიდან კი იგეგმება აღნიშნული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. პარალელურად ამავე მიმართულებით მიმდინარეობს ავარიული სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად დაათვალიერა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურა2018
შეხვედრა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივის ფარგლებში
ევროკავშირის ინიციატივა “ მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში, სამუშაო ჯგუფმა გამართა მორიგი შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან, საკრებულოს თვამჯდომარე ზაალ მამალაძესთან, მერიისა და საკრებულოს სამსახურების თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგი პროცესი - ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა, ხედვა და მიზნების განსაზღვრა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
ჩოხატაურის მერი სკოლის დირექტორებს შეხვდა
14 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელ შორენა სიხარულიძესთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს შეხვდა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 # ინფრასტრუქტურა2018 #სკოლები
ჩოხატაურში კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია ჩატარდა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან და ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს მანანა მინდაძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო.
გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში რეგისტრაციას ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 1 მარტამდე აცხადებს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სოფლისმეურნეობა
ჩოხატაურში უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს დახმარება გაუწიეს
"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების 7 სულიან ოჯახს დახმარება გაუწიეს.
დღეს, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს - გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ მურადაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები, სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების ოჯახს ესტუმრნენ და პროდუქტებთან ერთად სხვა საჭირო ნივთები მიუტანეს.
ჭიხვარიების საცხოვრებელი პირობები გუბერნატორმა ადგილზე დაათვალიერა და ოჯახს სოლიდური თანხით დაეხმარა. უახლოეს მომავალში, მუნიციპალიტეტის მერია უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს, სამშენებლო მასალებსაც გადასცემს.
„ არ ვიცი რა ვთქვა, სიხარულისგან საუბარიც კი მიჭირს. ჩვენს ოჯახს უკვე აქვს საჭმელი და წამლის თანხა, მაქვს უკეთესი დღის იმედიც. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „გურია ნიუსს“, გუბერნატორს, პოლიციის უფროსს, ჩოხატაურის მერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილებისა და შვილიშვილების გვერდით დგას“- ნანული ჭიხვარია.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სოციალურიდახმარება #სიკეთეგადამდებია
საბავშვო სტუდია „ბინული“ ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ოზურგეთის ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა საბავშვო სტუდიამ ,,ბინული" საკონცერტო შოუ-პროგრამა გამართა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კულტურა
ელექტრონული პორტალი http://bakhmaro.info/
შპს არტსტუდიომ შეიმუშავა ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის ელექტრონული პორტალი, შეგიძლიათ ეწვიოთ გვერს შემდეგ მისამართზე http://bakhmaro.info/
შეხვედრა მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში
30 იანვარს ჩოხატაურის მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა და გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ პროექტის დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
პროექტი ფინანსდება UNDP- გაეროს განვითარების ფონდის მიერ.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
ტყეთსარგებლობის და ტყეთმოწყობის საპილოტე გეგმის პრეზენტაცია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ტყეთსარგებლობის და ტყეთმოწყობის საპილოტე გეგმის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრა ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის ტყის მართვის ძირითადი პრიორიტეტების გაცნობას შემდგომი შეთანხმების მიზნით.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
„მაგთიკომი“ ჩოხატაურიში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით შემოდის
კომპანია შპს „მაგთიკომი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით შემოდის. შედეგად „მაგთიკომი“ მუნიციპალიტეტს მოემსახურება მაღალი ხარისხის ინტერნეტითა და სატელევიზიო სიგნალით.
კომპანიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018