ღონისძიება შუაამაღლებაში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში საზეიმო შეხვედრა "კალანდა ჩვენს სოფელში" ჩატარდა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კალანდა2018
კალანდა ჩოხატაურში
ჩოხატაურში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სადღეღამისო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს კალანდა მიულოცეს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კალანდა2018
საქველმოქმედო კონცერტი ხელოვნების სასახლეში
12 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, საერთაშორისო ინტეგრირების ცენტრმა „თანადგომამ“ საქველმოქმედო საესტრადო კონცერტი გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური პროექტის „x-ფაქტორისა“ და „ვოისის“ მომღერლები და სხვა ხელოვანები.
კონცერტზე შემოსული თანხით ორგანიზაციამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 წლის მარიამ ბაბულეიშვილს სპეციალური ეტლი შეუძინა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კულტურა2018
საშობაო ზღაპარი ჩოხატაურში
4-5 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ბავშვებისათვის წარმოდგენა „საშობაო ზღაპარი“ გაიმართა.
ღონისძიებაზე ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული გადაეცათ.
ხელოვნების სასახლეში გამართულ წარმოდგენას ესწრებოდა გურიის მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
„საშობაო ზღაპარს“ ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ კულტურის ცენტრმა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კულტურა
ამაღლებაში ხიდის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველ მოადგილე - თამაზ ჯინჭარაძესთან, ამაღლება - სამების დეპუტატთან - ზვიად წეროძესთან ერთად, ამაღლება - სამების საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაზიანებული სახიდე გადასასვლელი დაათვალიერა.
აღნიშნული მონაკვეთის მოვლა - შენახვას უზრუნველყოფს კომპანია "გზამშენი 18", რომლის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა ადგილზე იმყოფებოდა და უმოკლეს პერიოდში აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
ახალი წლის ღონისძიება ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო გილოცავთ ახალ წელს!
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ახალიწელი2018
სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მოადგილეებთან და დაბაში მერის წარმომადგენელთან ერთად, სპორტკომპლექსში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, საჩუქრები და საშობაო კონცერტზე დასასწრები მოსაწვევები გადასცათ.
#გურია2017 #ჩოხატაური2017
საქველმოქმედო ღონისძიება "ხელი ხელს"
27 დეკემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, ჩოხატაურის ადგილობრივი ფილიალის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით,
გამართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ,,ხელი ხელს".
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამხატვრო სკოლამ, ჯვარცხმის საჯარო სკოლამ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლამ, წითელი ჯვრის ბენეფიციარებმა და მოხალისეებმა.
შემოსული თანხა გადაეცემა კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს.
#გურია2017 #ჩოხატაური2017
არჩილ კუტალაძის პერსონალური გამოფენა
25 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ჩოხატაურელი მხატვრის არჩილ კუტალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „წვეთიზმი“ გაიმართა, რომელიც 2018 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.
მხატვარმა თავისი ექსპოზიციიდან, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ა(ა)იპ სამსახურს საჩუქრი გადასცა.
გამოფენა გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით.
გამოფენის პარტნიორია პირველი თანამედროვე ხელოვნების ინტერნეტ პორტალი გურიაში.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #კულტურა
2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა
21 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ა (ა)იპ სასპორტო სკოლაში 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა.
მხიარული სტარტების ფინალისტი, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელიც რეგიონულ ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #სპორტი #სასკოლოოლიმპიადა
ეტალონი
2017-2018 წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მეორე ადგილი ჩოხატაურის "ეტალონი მოსწავლემ" თათული სიხარულიძემ მოიპოვა.