გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი
1 აგვისტოს, ჩოხატაურის 9 აპრილის სახელობის სკვერში, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების (მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა წმინდა იოაკმეს და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა თომამ.
დღესვე , დაიწყო ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ფრენბურში, მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტაციული ერთეულებისა და დაწესებულებების გუნდები.
ტურნირის ორგანიზატორია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი, მხარდამჭერები - მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
#გურია2017 #ჩოხატაური2017
ჯვარცხმის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ჩოხატაურის მუნიციპლიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, ჯვარცხმის თემში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #ინფრასტრუქტურა2017 #გაზიფიცირებასოფლებში
ჩოხატაურის ხელმძღვანელი პირები სოფელ ზომლეთში იმყოფებოდნენ
25 ივლისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, გამგებლის პირველ მოადგილესთან თამაზ ჯინჭარაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად , სოფელ ზომლეთში იმყოფებოდა. გამგებელმა სოფლის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ახლო მომავალში საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ამბულატორია და სოფლის ხელმძღვანელების ოფისი განთავსდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოფლის ერთ-ერთ უბანში წყალსადენის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ, მათ ასევე მოინახულეს სოციალურად დაუცველი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მარიამ ქურიძის ოჯახი და დახმარება აღუთქვეს. #გურია2017 #ჩოხატაური2017 #ინფრასტრუქტურა
გამგებელი სოფელ ბასილეთში იმყოფებოდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს უფროსთან და თემის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ ბასილეთში იმყოფებოდა. გამგებელმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ბასილეთის საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და სოციალურად დაუცველი ხათუნა მექვაბიშვილის ოჯახი მოინახულა, რომელსაც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად თუნუქი გადაეცა. #გურია2017 #ჩოხატაური2017
შეხვედრა კოოპერატივების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსმა გიორგი მიშელაძემ და პროგრამის კოორდინატორმა დავით ჭურღულიამ, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“-ის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდა ჩოხატაურში რეგისტრირებული მეცხოველეობის მიმართულებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები და ფერმერები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #სოფლისმეურნეობა2017 #სახელმწიფოპროგრამა
ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სოციალური საწარმო გაიხსნა
5 ივლისს, ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, პროექტის „ადამიანები მოძრაობაში: მიგრაციის გამოწვევების მართვა და ალტერნატიული შესაძლებლობის შეთავაზება პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტებისათვის საქართველოს რეგიონში“ ფარგლებში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, სოციალური საწარმო შ.პ.ს. „ხელნაკეთობათა სტუდია“ გახსნეს.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International ) საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე და ამავე ინსტიტუტის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი დავით ჯიქია.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #ახალისაწარმო
იუსტიციის მინისტრმა სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
5 ივლისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან თემურ ჭკუასელთან და ანტიგუსა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრთან ბატონ ნიკოლასთან ერთად, სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
საზოგადოებრივი ცენტრში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-მდე სერვისის მომსახურებით, კოხნარის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე ბურნათის, წიფნარის, ქვემოხეთის, ზემოხეთის, ნაკადულის და ჩომეთის სოფლების 5 000 -მდე მოსახლე ისარგებლებს.
საზოგადოებრივი ცენტრში განთავსებულია: სოფლის ადმინისტრაციული შენობა, , ამბულატორია, საკონფერენციო დარბაზი, ინტეგრირებული ბიბლიოთეკა, უფასო კომპიუტერის დარბაზი, სანოტარო ბიურო , სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები, სოციალური სააგენტოს სერვისები: მაგთის ოფისი და ლიბერთი ბანკის ფილიალი.
გახსნის ცერემონიის დროს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, თავისი წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხა, ორ ობოლ ბავშვს გადასცა.
კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„მიხარია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეს პროექტი დღეს აქ, კოხნარში გახორციელდა. ეს უკვე 45-ე საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი, პირველ რიგში, ცხადია ფუნქციონალურადაა მნიშვნელოვანი, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალი შენობის ვიზუალური მხარეც, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.
ასეთი ცენტრების გახსნა მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მათ აღარ მოუწევთ აღარც შორს წასვლა და აღარც მრავალ ადგილზე მისვლა საიმისოდ, რომ ერთი საკითხი მოაგვარონ. აქ ერთ ადგილზეა თავმოყრილი თითქმის ყველა ტიპის სერვისი, როგორც სახელმწიფო, ასევე - კერძო, რაც მოქალაქეებს შეიძლება პერიოდულად სჭირდებოდეთ. ამ ფორმით სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, რადგან სერვისების ამგვარი ხელმისაწვდომობა პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აქვე აუცილებლად, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ჩვენ ამ წელს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ლანჩხუთშიც დავიწყებთ“. - ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #იუსტიცია2017 #კოხნარისსაზოგადოებრივიცენტრი
ტრენინგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
29 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროექტის „საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ ფარგლებში.
ჩოხატაურის ხელმძღვანელები გივი მდინარაძეს შეხვდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს გივი მდინარაძეს შეხვდა, რომელმაც პროექტში 2017 წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე" წარმატება მოიპოვა.
ჩოხატაურელმა მოსწავლემ „ეტალონის“ ფინალის V ადგილი დაიკავა
ქ. ბათუმში "საქართველოს ეტალონი მოსწავლის" ფინალი გაიმართა, რომელშიც 83 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის "ეტალონი" მოსწავლე გიორგი მდინარაძე, რომელმაც 87 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა და ფულადი პრიზითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
ვულოცავთ გიორგის გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #ეტალონი2017
ჩემპიონატი პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში
25 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ა(ა) იპ სასპორტო სკოლაში, პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გამგეობის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა.
საპრიზო ადგილები დაიკავა გოჩა ჯიქიამ (საკრებულო), მამუკა სანიკიძემ (გამგეობა) და ტერეზა ბაიაჯანმა (გამგეობა).
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
ჩემპიონატს ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრმა.