მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული შეჯიბრი
26 აპრილს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული შეჯიბრი გაიმართა.
გაიმარჯვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ბიჭების გუნდმა და ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანას საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, რომლებიც საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ფინალურ შეჯიბრში იასპარეზებენ.
მაგიდის ჩოგბურთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოს მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #სასკოლოოლიმპიადა
თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ა(ა)იპ თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები: ფერწერა, გრაფიკა, ასევე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: თექა, კერამიკა, ხის ნაკეთობები და მაკრამე.
„თანამედროვე ხელოვნების ინტერნეტ პორტალი გურიაში“ (WWW.ART.GURIA.COM) პარტნიორობით გამოფენა 10 მაისამდე გაგრძელდება.
#გურია2017 #ჩოხატაური 2017
დედამიწის დღის კვირეული ჩოხატაურში
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 26 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს გამგეობის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
აქციის მონაწილეებმა გაწმინდეს პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, როგორც დაბის, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები.
აქცია გაიმართა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები”-ს მხარდაჭერით.
მინისტრის მოადგილე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს გაეცნო
24 აპრილს, ჩოხატაურში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
კახა გულედანმა საგანგებო შტაბისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ.
მინისტრის მოადგილემ დაზარალებული ჯამბერიძეებისა( სოფელი გორა) და გოგოლაძეების(სოფელი გოგოლესუბანი) საცხოვრებელი სახლი მოინახულა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. სტიქიის ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #სტიქია2017
სტიქია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი, საგანგებო-სამაშველო სამსახურთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, ყველა ლოკაციაზე იმყოფებოდა და მდგომარეობას სწავლობდა.
ქარიშხლის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები, ჩაიხერგა გზები, მოითხარა მრავალწლოვანი ნარგავები, დაზიანდა 30-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, სოფელ გორაში მთლიანად დაინგრა ჯამბერიძეების მრავალშვილიანი საცხოვრებელი სახლი, სოფელ დიდივანის სკოლისა და კლუბის შენობის სახურავი, საჭამიასერის ადმინისტრაციული შენობის სახურავი, დაბის ორი მრავალბინიანი კორპუსის სახურავი, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
სადეფექტო კომისიის მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, მხარის ადმინისტრაციასთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად დროულად მოახდენს ზარალის შედეგების ლიკვიდაციას.
ამდროისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდილია საატომობილო გზები და აღდგენილია მოძრაობა, ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, როგოც დაბას, ასევე სოფლებს, გამონაკლისია სოფელი ტობაღჩო, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და მოსახლეობას რამდენიმე საათში აღუდგებათ ელექტროენერგია.
ძლიერი ქარი ჩოხატაურში
19 აპრილს, ღამით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისის ეზოში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია. დაზიანდა გაზსადენი მილი და სასწრაფო დახმარების მანქანა.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კომპანია „სოკარის“ გურიის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად.
აღნიშნულ ინციდენტს ჩოხატაურის მოსახლეობისათვის გაზის მიწოდების შეფერხება არ გამოუწვევია.
ლელოს ფესტივალი ჩოხატაურში
19 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ლელოს ფესტივალი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 10 გუნდმა (დასავლეთ საქართველოდან).
ფესტივალის ფინალი გაიმართება ქალაქ ფოთში და გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით,თასებითა და სიგელებით.
ლელოს ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ლელოს ფედერაცია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრი.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #ლელოსფესტივალი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #გამგებლისანგარიში2016
ქვენობნის ცენტრი დასუფთავდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განხორციელებულ სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის ინსპექტირებას პირველი შედეგები უკვე მოჰყვა.
ქვენობნის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის ცენტრი დასუფთავდა.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #დასუფთავება
სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სოფლებში
გრძელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას, გამგეობის სამსახურებთან ერთად,სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის ინსპექტირება.
დღეს, გამგებელი ლომთათიძის ქუჩასა და გუთურის ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. გამგებლის წარმომადგენლებს უმოკლეს ვადაში აღმოჩენილი დანაგვიანებული ადგილების დასუფთავება დაევალათ.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #დასუფთავება
სამუშაო შეხვედრა მეცხოველეობის განვითარების შესახებ
6 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსთან მანანა მინდაძესთან ერთად, ჩოხატაურში მოქმედი მეცხოველეობის კოოპერატივების „გვირალა“-სა და „ურეველა“-ს თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარების პროგრამაში ჩართულობის თაობაზე.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #მეცხოველეობისგანვითარება