საერთო კრება
2017 წლის 10 მარტს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარეგისტრირდა (რეგისტრაციის ნომერი 1099) ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5% მიერ საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ. (საინიციატივო ჯგუფი: ირაკლი ბერუჩაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ტყეშელიაძე). კრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 25 მარტი 13:00 საათი, სოფელ გორაბერეჟოულის ადმინისტრაციული შენობა.
დღის წესრიგი
1. დენდროლოგიური პარკის ფუნქციური გამოყენების პროექტის განხილვა;
2. სოფლის ტექნიკური და სასმელი წყლის პროექტების შეთავაზების განხილვა;
3. სოფელში არსებული შიდა გზების მოასფალტებისა და განახლების პროექტის შეთავაზების განხილვა.
გამგებელი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა
6 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ მორიგი შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები.
გამგებელმა მრჩეველთა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მრჩეველთა საბჭოს როგორც საერთაშორისო , ისე ქვეყნის შიგნით არსებულ პრაქტიკაზე.
საერთო კრება
2017 წლის 27 თებერვალს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარეგისტრირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი ბერუჩაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ტყეშელიაძე) ინიციატივა ზემოაღნიშნულ დასახლებაში საერთო კრების ჩატარების თაობაზე.
დღის წესრიგი
1. სოფლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარწყავი წყლით მომარაგების პროექტის შეთავაზების განხილვა;
2. სოფლის სასმელი წყლით მომარაგების პროექტის შეთავაზების განხილვა;
3. სოფელში არსებული შიდა გზების მოასფალტებისა და განახლების პროექტის შეთავაზების განხილვა.
საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება საჯაროდ.
დიდთოვლობა ჩოხატაურში
ორი დღეა ჩოხატაურში გადაუღებლად თოვს. მიუხედავიად იმისა, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რიგ სოფლებში ჯერ კიდევ პრობლემებია. ელ.ენერგია არ მიეწოდება 6 სოფელს. როგორც "ენერგო პროს" ჩოხატაურის ოფისიდან შეგვატყობინეს, გარდა სურების ხეობის სამი სოფლისა (დიდი ვანი, შუა სურები, ზემო სურები) სხვა სოფლებში დღის მეორე ნახევრამდე მიწოდება აღდგება. რაც შეეხება სურების ხეობის სოფლებს, ელ.ენერგიის მიწოდება ხვალ აღუდგებათ.
გამგებელმა სოფელ ვანში გზის აღდგენილი მონაკვეთი დაათვალიერა
25 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ვან-ზომლეთის თემში იმყოფებოდა. სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზების აღდგენილი მონაკვეთები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას სოფელში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.
სამუშაო შეხვედრა ჩოხატაურის გამგეობაში
24 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა მანანა მინდაძემ, მიმდინარე საკითხებთან ერთად, თხილის მავნებელის - ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის მოსამზადებელ ღონისძიებებზე, თხილის შეწამვლასა და დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ზომების მიღებაზე ისაუბრეს.
ჩოხატაურის კულტურის ცენტრი 10 წლისაა
20 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრმა საანგარიშო კონცერტი გამართა და 10 წლის იუბილე აღნიშნა. ცენტრში ფუნქციონირებს ანსამბლები : „გურია“, „ამაღლება“, „მანდილი“, „ნართი“, „სალოტბარო სტუდია“, საესტრადო ჯგუფი „ჯინსების თაობა“, „ვაჟთა ვოკალური ანსამბლი“,ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხული“ და „ილეკრო“. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ კულტურის ცენტრმა აღადგინა სახალხო თეატრი, რომელმაც არაერთი წარმატება მოუტანა ჩოხატაურს. 10 წლის განმავლობაში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და მომავალშიც ბევრ საინტერესო აქტივობებს გვპირდება. ღონისძიებას ესწრებოდა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები.
წიგნის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში
16 იანვარს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, პარლამენტის წევრის თემურ ჭკუასელის ახალი წიგნის „როცა სარკეები აღარ იღიმიან“, პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის შემდეგ თემურ ჭკუასელის სცენარის მიხედვით, ნანა ჯანელიძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „გალობის რაინდების“ დემონსტრირება განხორციელდა.
საღამო საქველმოქმედო ხასიათის იყო, რომელსაც გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე თემურ ჭკუასელის შემოქმედების დამფასებელნი ესწრებოდნენ.
იანეულში შიდა გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
12 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, მოადგილესთან მინდია ჟღერიასთან და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გია გიორგაძესთან ერთად, სოფელ იანეულის რამდენიმე უბანში , დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახს
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში, ზინა ლაგვილავას ოჯახს, რომელიც ოთხ არასრულწლოვან შვილიშვილს ზრდის, საჩუქრად გადაეცა მაცივარი.