ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში
26 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ საკრებულოს წარუდგინა გასული წლის მეორე ნახევრის გაწეული სამუშაოს ანგარიში.
გუთურის საჯარო სკოლა
26 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის სკოლის მეცხრე კლასელებმა წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია „წყალი-სიცოცხლე“. მოსწავლეებმა ისაუბრეს წყლის ლაბორატორიულად შემოწმებასა და მოვლის წესების მნიშვნელობაზე.
სკოლის მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ : მუნიციპალიტეტის გამგებელი -ირაკლი კუჭავა, სოფლის დეპუტატი- ლაშა თოლორდავა, გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში- გიორგი პაიჭაძე, ექიმი ენდოკრინოლოგი -იზო ცინცაძე, პროგრამა „მომავლის თაობა“ რეგიონული კოორდინატორი- ინგა დუმბაძე.
პროექტის განხილვის შემდეგ სტუმრებსა და მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია, წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით.
ოკუპაციის დღე
25 თებერვალს, გასაბჭოების ტრაგიკულ დღეს, ჩოხატაურში გაიმართა ღონისძიება - ,,აღადგინე ისტორია არქივთან ერთად", რომლის ორგანიზატორები იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, მედიასახლი ,,გურია NEWS" - სი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
შეხვედრა ნ. მარის სახელობის ქუჩის მცხოვრებლებთან
24 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ მოინახულა ნ. მარის ქუჩის მესამე ჩიხში (ყოფილი N2 ჩაის ფაბრიკის) მცხოვრები ხათუნა დოლიძის საცხოვრებელი ფართი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ასევე შეხვდა და გაესაუბრა ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას. მოქალაქეებმა გამგებელს საქუჩე განათების გაკეთება სთხოვეს, რაზეც ბატონმა ირაკლიმ დახმარება აღუთქვა მათ.
მაკარონის საამქრო გოგოლესუბანში
24 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ მოინახულა სოფელ გოგოლესუბანში ინდ.მეწარმე რუსუდან სიხარულიძის მაკარონის საამქრო, რომელიც ქალბატონ რუსუდანს ოჯახში აქვს და მისი პროდუქცია მუნიციპალიტეტის მაღაზიებში იყიდება. მეწარმემ გამგებელს იაფი სესხის მიღებაში დახმარება სთხოვა.
23 თებერვალი
23 თებერვალს 11:00 საათზე, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ, გამგებლის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პატივი მიაგეს 1918-21 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის საფლავს და დაესწრნენ სამების ეკლესიის მოძღვარის, მამა გიორგის მიერ იუნკერის საფლავზე ჩაატარებულ ხსოვნის პარაკლისს.
ფუტზალის (მინი ფეხბურთი) ჩემპიონატი
23 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჩოხატაურის სპორტსკოლის დარბაზში გაიხსნა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფუტზალში, რომელიც 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
საქველმოქმედო აქცია
20 თებერვალს, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის,პარლამენტის წევრის- თემურ ჭკუასელის, კეთილ სამარიტელთა კავშირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელშეწყობით სოციალურად დაუცველი ოჯახების 300 ბავშვს საჩუქრები გადაეცა.
სოფლის მეურნეობის ბარათები
დღეს 18 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლადო გერმესაშვილმა, ჩოხატაურის გამგებლის პირველი მოადგილის თამაზ ჯინჭარაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსს მანანა მინდაძესთან ერთად, გამგებლის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გადასცეს „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“-ს მოსარგებლის (ბენეფიციარის) ხვნის ბარათები და გააცნეს მათი გამოყენების წესი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კვირის სიახლეები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში მამალაძეების ( ბუღარაშვილების) უბანში სამანქანე ხიდი, ხოლო სოფელ ქვაბღაში გზის მონაკვეთია დაზიანებული, რის გამოც ამ უბნებში მცხოვრებ ოჯახებთან საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ პირადად მოინახულა ეს სოფლები და პირობა მისცა უბნის მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ხიდისა და გზის რეაბილიტაცია. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შექმნა დაწყებულია.
გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე მოინახულეს სოფელ ზოტის საბავშო ბაღის მშენებლობა, რომელიც სულ მალე დასრულდება. ასევე მალე დაიწყება სოფლების : შუაფარცხმის, ხიდისთავისა და კოხნარის წყალსადენების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის გამგებლის სარეზერვო ფონდიდან 8400 ლარი გამოიყო.