სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები. კვირის განმავლობაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განიხილეს სოფლის პრობლემები და მათი პრიორიტეტული პროექტები. შეხვედრები გაიმართა: ქვენობანში, გორაბერეჟოულში, ხევში, კოხნარში, ნაბეღლავში, დიდივანში,შუა სურებში, ზემო სურებში, ხიდისთავში და ერკეთში.
ვაკანსია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე
გამოცხადდა კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსანტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკრეტული ვაკანსიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ www.hr.gov.ge
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში არსებული ვაკანსიების ჩამონათვალი
შეხვედრა მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
დღეს, 17 მარტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, ბუკნარსა და ბასილეთში, მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, ამავე სოფლის წარმომადგენელთან ერთად, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, მათი პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთის მიზნით.
სოფლებისათვის გამოყოფილი თანხა, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეთანხმებით ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
სოფელ ბუკნარში პრიორიტეტად შიდა გზების შეკეთება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, კლუბის გამრიცხველიანება და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა დასახელდა.
სოფელ ბასილეთში, პროგრამით გამოყოფილი თანხა მთლიანად მოხმარდება კულტურის სახლის რეაბილიტაცის, ხოლო სოფელ ქვენობანში გარე განათების მონტაჟს, შიდა გზების რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების გაწმენდას.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „კეთილი სამარიტელის“ საჩუქრები ბავშვებს
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ, „კეთილი სამარიტელი“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ხელშეწყობით, საჩუქრები გადასცა ბუკისციხისა და იანეულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებს, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვებს სოფლებში: გორაბერეჯოული, გოგოლესუბანი, ამაღლება, ჯვარცხმა, ერკეთი, დაბლაციხე, ზომლეთი, გუთური, ქვენობანი, ხიდისთავი და ხევი.
შეხვედრა მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმღვანელობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო შეხვედრები მოსახლეობასთან და მათთან ერთად განიხილავს სოფლის მაცხოვრებლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს.
ცნობილმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ მშობლიური სოფელი მოინახულა
12 მარტს, ავსტრიასა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის ელჩმა, ელისო ბოლქვაძემ, მოინახულა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მშობლიური სოფელი გუთური და თავისი კარ-მიდამო.
პიანისტს გუთურის სოფლის მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა შეხვდა. ქალბატონი ელისო მიწვეული იქნა სოფ. გუთურის საჯარო სკოლის საგაზაფხულო ღონისძიებაზე.
საჩუქრები შუა ამაღლების საბავშვო ბაღს
დღეს, 5 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ „კეთილი სამარიტელი“, ამავე სოფლის გამგებლის წარმომადგენელ ბელა შათირიშვილთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერიასთან ერთად, საჩუქრები გადასცა შუა ამაღლების საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლეს.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
3 მარტს, ჩოხატაურის კინოსახლ „გურიაში“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, გამგეობის კულტურის განყოფილებისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სახელოვნებო წრეების ბავშვებმა და როკ-ჯგუფმა „Gurian Nice Kids” ღონისძიებით, „ დედის ღიმილს მოურთვია გაზაფხული“, დედის დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის ქალბატონებს. ღონისძიების მსვლელობისას მუნიციპალიტეტში არსებულმა სხვადასხვა დაწესებულებებმა თავიანთ რჩეულ თანამშრომლებს მიანიჭეს ნომინაცია „წლის საუკეთესო ქალბატონი“.
თათბირი ხვნა-თესვის ორგანიზებულად ჩატარებასთან დაკავშირებით
2 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებლის წარმომადგენლებთან სტრუქტურულ ერთეულებში, გაიმართა თათბირი ხვნა-თესვის ორგანიზებულად ჩატარებასთან დაკავშირებით.
ფუტზალის (დარბაზის ფეხბურთის) ჩემპიონატი დასრულდა
27 თებერვალს, დასრულდა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით 23 თებერვალს გაიხსნა.
ჩემპიონატის გამარჯვებული სოფელ გუთურის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სოფელ დაბლაციხის გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდები თასებითა და სიგელებით, ხოლო ფეხბურთელები მედლებით დაჯილდოვდნენ.