ტყვეთა ბანაკებში ჩაწერილი ქართული სიმღერების პრეზენტაცია
თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა წიგნის „ექო-წარსულიდან“ და პირველ მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკებში (1916-1918 წელი) ჩაწერილი ქართველი ტყვეების სიმღერების პრეზენტაცია. 19 ქართველ მომღერალ ტყვეთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელი ბიქტორ მეგრელიშვილი იყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ტყვე ქართველების შთამომავლები, გერმანიის ელჩი, ბერლინის საარქივო ფონდის დირექტორი, ცნობილი ფოლკლორისტი პროფ. სიუზან ციგლერი, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. საპრეზენტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა. ჩოხატაურის გამგეობა და კულტურის განყოფილება მადლიერებას გამოხატავს კონსერვატორიის ფოლკლორის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის პროფ.რუსუდან წურწუმიასა და მისი გუნდის მიმართ, გაწეული მუშაობისათვის და ჩოხატაურთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო.
ღვინის ქარხნის მშენებლობა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კომპანია „ტრადიციული კახური მეღვინეობა“ აწარმოებს ღვინის ქარხნის მშენებლობას.
26 იანვარს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, მოინახულა ქარხნის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის 2015 წლის ჩემპიონატი ნარდში
დღეს, 26 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრში, ჩოხატაურის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით „მუნიციპალიტეტის 2015 წლის ჩემპიონატი ნარდში“ გახსნილად გამოცხადდა და ჩატარდა კენჭისყრა.
ჩემპიონატს ორგანიზატორობას უწევდა ა.(ა). ი.პ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი.
ეტალონის შესარჩევი ტური
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ეტალონის მეორე შესარჩევი ტური დასრულდა .მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. გამოვლინდა 11 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სატელევიზიო მედიაპროექტში “ეტალონი“.
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს კიდევ ერთი ახალი მანქანა გადაეცა
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გადაეცა კიდევ ერთი, ახალი სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მოწყობილობებით და შეეფერება თანამედროვე სტანდარტებს. მანქანა არის ორხიდიანი, რაც ხელს უწყობს ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებას.
საახალწლო აქცია
13 იანვარს, საღამოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საახალწლო აქციით, დამდეგი კალანდა მიულოცეს სამსახურებს, რომლებიც სადღეღამისო მომსახურებას უწევენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
მილოცვა და საჩუქრები გადაეცა : შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოს, შპს „მედალფას’’, შპს სამკურნალო სადიაგნოსტიკო კლინიკა „ მამქოლს“, სამედიცინო სასწრაფო დახმარების სამსახურს, სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას, ცენტრალური ქვესადგურის სადისპეჩეროს, სახანძრო-სამმაშველო განყოფილებას.
საშობაო ნობათი მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახებს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ინიციატივით შეგროვდა და გადაეცათ საშობაო ნობათი მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახებს.
გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
საშობაო საჩუქარი დეპუტატისაგან
6 იანვარს საქართველოს პარლამენტის ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ წიფნარის საჯარო სკოლას სტუმრობდა, მან სკოლას საჩუქრად 300 ცალი წიგნი გადასცა.
მანამდე დეპუტატმა მოინახულა 94 წლის ქალბატონი ტატიანა კეკელიძე-რამიშვილი, რომელსაც შობა- ახალი წელი მიულოცა და საშობაო საჩუქრები გადასცა. ასევე თეიმურაზ ჭკუასელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზურაბ კიკვაძის მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და მათ ასევე მიულოცა შობა- ახალი წელი და მათაც საშობაო საჩუქრები გადასცა.
საშობაო ზეიმი
6 იანვარს კინოთეატრ გურიაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ინიციატივით გაიმართა საშობაო ზეიმი ბაბილინასთან ერთად. ზეიმის ბოლოს პატარებს თოვლის ბაბუასგან საჩუქრები გადაეცა.