საახალწლო ზეიმი ჩოხატაურის N1 და სამრევლო სკოლებში
30 დეკემბერს ჩოხატაურის N1 საჯარო და სამრევლო სკოლებში საახალწლო ზეიმი გაიმართა. ზეიმს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირები, საქართველოს პარლამენტის ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიოროს წარმომადგენლები, ასევე მასწავლებლები და მშობლები. სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ტორტი ერთობლივად გაჭრეს.
ძვირფასო ჩოხატაურელებო, გილოცავთ დამდეგ 2015 წელს!
ახალი წლის დადგომას უკეთესობისაკენ ცვლილებების იმედითა და სურვილებით ვხვდებით. გისურვებთ ნაკლები ყოფილიყოს იმედგაცრუება, სურვილები კი რეალობასთან დაახლოებული.
თქვენი ნდობის მოპოვების შემდეგ ამ განწყობით დავიწყეთ საქმიანობა, რომელმაც უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები. გასულ წელს, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ 866 ოჯახს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება. ამ მუხლით 107 ათას ლარზე მეტი გაიცა. სახლების შეკეთება და გამაგრებითი სამუშაოები 58 ოჯახს დაუფინანსდა. მათ შორის, ბოლო 5 თვეში ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 800 ლარი დაიხარჯა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ ოჯახებს 13 645 ლარი გადაეცათ, სულ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 310 ათასი ლარი გაიცა.
გასულ წელს 140 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, აქედან 123 სოფლის დახმარების პროგრამით. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ 1 330 000 ლარი იქნა მობილიზებული. ბოლი ხუთ თვეში 74 პროექტი განხორციელდა, აშენდა 22 ხიდი, გადაიხურა 23 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, სოფელ ქვენობანში 12 ბინიანი საერთო საცხოვრებელი.
Read more: ძვირფასო ჩოხატაურელებო, გილოცავთ დამდეგ 2015 წელს!
2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა
24 დეკემბერს, 16 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ.
საჩუქარი სოციალური მომსახურეობის სააგენტოსაგან
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი“ ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარების ფარგლებში, სოფ ხიდისთავში მცხოვრებ გელა კალანდაძის ოჯახს მაცივარი და გაზქურა გადაეცა.
საჩუქრის გადაცემას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ჩოხატაურის ფილიალის უფროსი ზურაბ კალანდაძე.
ღვაწლმოსილი პედაგოგის და „ნართის“ იუბილე
19 დეკემბერს, კინოთეატრ "გურიაში" გაიმართა ღვაწლმოსილი პედაგოგის ვარდო თოდრიას და ხალხურ საკრავთა ანსამბლ "ნართის" საიუბილეო საღამო.
კონკურსის მე-3 ეტაპი
2014 წლის 22, 23, 24 დეკემბერს ჩატარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მე-3 ეტაპი - გასაუბრება.
გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, მედია სახლ „გურია ნიუსიდან“ წარმომადგენლები და ფოტო/ვიდეო გადაღება დაშვებული იქნება მხოლოდ კონკურსანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
განცხადება წარდგენილი უნდა იქნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში 2014 წლის 19 დეკემბრის 18:00 საათამდე;
ნაპირსამაგრი სამუშაოები სოფ. გორაბერეჟოულში
სოფელ გორაბერეჟოულში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, რომელიც ითვალისწინებდა გაბიონის მოწყობას და ღელის კალაპოტის გაჭრას. დასრულებული ობიექტი მოინახულა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.