მშვიდობის კორპუსი ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის გამგეობაში
4 თებერვალს მოეწყო შეხვედრა ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომლის მისიაა ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაში წვლილის შეტანა, ახალგაზრდებზე, ქალებსა და დაუცველ მოსახლეობაზე ყურადღების გამახვილებით. შეხვედრის მიზანი გახლდათ ორგანიზაციული განვითარება - ორგანიზციები განავითარებენ მდგრად პროექტებს, უკეთ წარმართავენ რესურსებს და ითანამშრომლებენ სხვებთნ საკუთარი მიზნების და თემის სასიკეთოდ.
ხანძარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტყეში ლოკალიზებულია
2 თებერვალს, დღისით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის, ხოლო საღამოს სოფელ შუბანის მიმდებარე ტყეებში გაჩნდა ტყე-ბუჩქნარის ხანძარი, რომლებიც ლიკვიდირებული იქნა დროულად სახანძრო სამმაშველო სამსახურის მიერ. მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია.
ჩემპიონატი ნარდში
2015 წლის 2 თებერვალს დასრულდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში. ჩემპიონატში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და ტერიტორიულ ორგანოთა მონარდეები. სულ 64 მონაწილე.
I ადგილი დაიკავა გოგოლესუბნის წარმომადგენელმა დავით სიხარულიძემ, II ადგილი შუაფარცხმის წარმომადგენელმა გონერი ბარამიძემ, III ადგილს დაეულა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი პაატა ბერიშვილი. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიითა და სიგელებით.
ტყვეთა ბანაკებში ჩაწერილი ქართული სიმღერების პრეზენტაცია
თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა წიგნის „ექო-წარსულიდან“ და პირველ მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკებში (1916-1918 წელი) ჩაწერილი ქართველი ტყვეების სიმღერების პრეზენტაცია. 19 ქართველ მომღერალ ტყვეთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელი ბიქტორ მეგრელიშვილი იყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ტყვე ქართველების შთამომავლები, გერმანიის ელჩი, ბერლინის საარქივო ფონდის დირექტორი, ცნობილი ფოლკლორისტი პროფ. სიუზან ციგლერი, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. საპრეზენტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა. ჩოხატაურის გამგეობა და კულტურის განყოფილება მადლიერებას გამოხატავს კონსერვატორიის ფოლკლორის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის პროფ.რუსუდან წურწუმიასა და მისი გუნდის მიმართ, გაწეული მუშაობისათვის და ჩოხატაურთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო.
ღვინის ქარხნის მშენებლობა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კომპანია „ტრადიციული კახური მეღვინეობა“ აწარმოებს ღვინის ქარხნის მშენებლობას.
26 იანვარს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, მოინახულა ქარხნის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის 2015 წლის ჩემპიონატი ნარდში
დღეს, 26 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრში, ჩოხატაურის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით „მუნიციპალიტეტის 2015 წლის ჩემპიონატი ნარდში“ გახსნილად გამოცხადდა და ჩატარდა კენჭისყრა.
ჩემპიონატს ორგანიზატორობას უწევდა ა.(ა). ი.პ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი.
ეტალონის შესარჩევი ტური
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ეტალონის მეორე შესარჩევი ტური დასრულდა .მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. გამოვლინდა 11 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სატელევიზიო მედიაპროექტში “ეტალონი“.
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს კიდევ ერთი ახალი მანქანა გადაეცა
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გადაეცა კიდევ ერთი, ახალი სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მოწყობილობებით და შეეფერება თანამედროვე სტანდარტებს. მანქანა არის ორხიდიანი, რაც ხელს უწყობს ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებას.
საახალწლო აქცია
13 იანვარს, საღამოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საახალწლო აქციით, დამდეგი კალანდა მიულოცეს სამსახურებს, რომლებიც სადღეღამისო მომსახურებას უწევენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
მილოცვა და საჩუქრები გადაეცა : შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოს, შპს „მედალფას’’, შპს სამკურნალო სადიაგნოსტიკო კლინიკა „ მამქოლს“, სამედიცინო სასწრაფო დახმარების სამსახურს, სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას, ცენტრალური ქვესადგურის სადისპეჩეროს, სახანძრო-სამმაშველო განყოფილებას.