ლიტვის დელეგაცია სტუმრად მუნიციპალიტეტის გამგებელთან
დღეს 25 ნოემბერს ლიტვის დელეგაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ მიიღო.
ლიტველი სტუმრები ჩოხატაურში
23 ნოემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია ლიტვიდან. სპეციალურად სტუმრებისთვის სახელდახელოდ მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ასევე სტუმრებისთვის ხალხური სიმღერები იმღერეს კულტურის ცენტრის ფოლკლორლმა ანსამბლებმა: ”გურია", “ამაღლება", ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,ნართი", ქოეროეგრაფიული ანსამბლი ,,ილეკრო" და მოსწავლე-ახალგაზრდობის ფოლკლორულმა გუნდმა „ხასანბეგურამ“.
ღონისძიება ჩატარდა კინოთეატრ ,,გურიის" ფოიეში.
გამგებლის ვიზიტი ლიტვაში
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ა.წ. 17-21 ნოემბერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იყვნენ. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციაში, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტში, ლიტვის გარემოს დაცვის სამინიტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. დელეგაციის წევრები გაეცნენ ლიტვის წარმატებულ გამოცდილებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, ინსტიტუციურ მოწყობას გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე კლიმატის ცვლილების და მდგრადი სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, მიწართსარგებლობის და მდგრადი განვითარების სფეროში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.
სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 2014 წლის 13-14 ნოემბერს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში , სადაც გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ოცდათვრამეტი რეგიონის სამოცდათექვსმეტი წარმომადგენელი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლის გარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებებიდან. ფორუმის ფარგლებში შედგა თითოეული ორგანიზაციის პრეზენტაცია, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის დოკუმენტი მომზადდა საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით. ჩამოყალიბდა მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებებისაგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, პირველ საკოორდინაციო საბჭოში არჩეულ იქნა თბილისის,თერჯოლის, ქუთაისის, ბათუმის, ჩოხატაურის, ბაღდათის, გორის, სენაკის, ნინოწმინდის, თელავის, რუსთავის შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ რეგიონს, რომელიც კონტროლს გაუწევს ზემოთაღნიშნული მემორანდუმის შესრულებას.
ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.
ჭადრაკის ტურნირი
გასულ კვირას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაიწყო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ორშაბათს, 2014 წლის 17 ნოემბერს გამოვლინდა გამარჯვებულები. პირველი ადგილი 8 წლის ანანო ჯაყელმა დაიკავა, რომელიც მრავალი ტურნირის გამარჯვებულია. ტურნირში ასევე მონაწილეობდა 5 წლის ასაკის დამწყები მოჭადრაკე საბა ბოლქვაძე. ისინი დაჯილდოვდნენ ჩოხატაურის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ დაწესებული პრიზებით, მედლებითა და სიგელებით.
მათ წარმატებები მიულოცეს გამგებლის მოადგილემ მინდია ჟღერიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა შორენა სიხარულიძემ, ჩოხატაურის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა შორენა კეკელიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა.
წიფნარის საჯარო სკოლის ოფიციალურად გახსნა
15 ნოემბერს, სოფელ წიფნარში თანამედროვე სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. სკოლის გახსნას დაესწრო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ყველა მათგანმა სოფლის მოსახლეობას და მთლიანად ჩოხატაურს მიულოცეს თანამედროვე სტანდერტების შესაბამისი სკოლის გახსნა. წიფნარის სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებები უსურვეს.
სპექტაკლი - ,,გამოდი სულო სინათლეზე'', ანუ ,,ჭკვიანი გიჟები''
14 ნოემბერს, კინოთეატრ ,,გურიაში" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა უჩვენა, წარმოდგენილ იქნა ა.მითაიშვილის ,,გამოდი სულო სინათლეზე", ანუ ,,ჭკვიანი გიჟები" (ნ.დუმბაძის ნაწარმოებების თავისუფალი გამოყენებით). სპექტაკლი განახორციელა რეჟისრომა გოგი ცინცაძემ, მასვე ეკუთვნის სპექტაკლის სცენოგრაფია, მუსიკალური გამფორმებელი ნინო სიხარულიძე, როლებს ასრულებდნენ: ქეთევან კუკულავა, შალვა შარაშიძე, გოგი ცინცაძე, გია ხვინჩიაშვილი, გიორგი სიხარულიძე, ავთო მახარაძე, შოთა ყაჭეიშვილი, რეზო კოტრიკაძე, არჩილ სიხარულიძე.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
N 1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
14 ნოემბერს , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში განხორციელდა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი მოუწყვეს. ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს.
ჩოხატაურის ბავშვთა როკ-ჯგუფის სოლო კონცერტი ქ. ოზურგეთში
13 ნოემბერს ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახ. დრამატულ თეატრში ჩატარდა ბავშვთა როკ-ჯგუფის „GURIAN NICE KIDS“-ის კონცერტი. ღონისძიებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პატარების მიერ შესრულებულმა რთულმა კომპოზიციებმა მოხიბლა მაყურებელი. პირველი გასვლითი პრემიერა, ანსამბლისათვის წარმატებული აღმოჩნდა.
სტუმარი ბირმინგემიდან
13 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა კომპოზიტორი ლონდონიდან ჰაი სიმპსონი, რომელიც ასწავლის ბირმინგემის კონსერვატორიაში, მან ჩაიწერა ფოლკლორულ ანსამბლ ,,გურიას" მიერ შესრულებული სიმღერები.