ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე
დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. 92-ე წლის იუბილე, მწერლის მშობლიურ ჩოხატაურში აღინიშნა.
ყვავილებით შეიმკო ნოდარ დუმბაძის ბიუსტი.
სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, გაიმართა ღონისძიება, სახალხო თეატრის და პატარა შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
#2020 #ჩოხატაური2020 #კულტურა #ნოდარდუმბაძე
განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევას.
პრეტენდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულია აღნიშნული შესყიდვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. უნდა წარმოადგინონ:
1.მიმართვა;
2.ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4.ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5.საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ფასთა მოკვლევის წესი:
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განსაფასებლად ელექტრონული ფოსტის საშუალებით (This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.) დაეგზავნება არანაკლებ სამ პრეტენდენტს, რომლებმაც უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის მიღების დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში თავისი განფასებული ხარჯთაღრიცხვა, არაუმეტეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა.
ხელშეკრულება დაიდება იმ პრეტენდენტთან, რომელიც დააფიქსირებს შესყიდვის დაბალ ფასს და დოკუმენტაცია წარმოდგენილი ექნება ხარვეზის გარეშე. თუ პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასები იქნება ერთნაირი, მაშინ ხელშეკრულება გაუფორმდება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა გადმოაგზავნა დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
რეგისტრაციის ვადაა 2020 წლის 21 მაისის ჩათვლით.
აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე - www.chokhatauri.ge .
კონკურსი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსანტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკრეტული ვაკანსიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ www.hr.gov.ge
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანსიების ჩამონათვალი:
1. არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკურორტო ინფრასტრუქტურის საკითხებში;
2. ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვისა და მშენებლობის სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკურორტო ადგილებში მშენებლობის სანებართვო პირობების მონიტორინგის საკითხებში;
3. მერის წარმომადგენელი ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა საყურადღებოდ!
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ივნისის #6 დადგენილებით დამტკიცებული ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის” შესაბამისად, მოსაკრებლის განაკვეთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, ერთ სულ მოსახლეზე, განისაზღვრა 0.25 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდული პირებისათვის დაკავებული შესაბამის ფართის მიხედვით. მოსაკრებელი დაბა ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვრა ერთ სულ მოსახლეზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდული პირებისათვის დაკავებული შესაბამის ფართის მიხედვით.
მოკლე ტექსტური შეტყობინება, დასუფთავების გადასახადების ელექტრონული პროგრამის საშუალებით გაეგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სოციალურად დაუცველი ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე);
ბ) დევნილები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
დ)საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები.
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა პირველ ეტაპზე დაეკისრებათ დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე არსებულ ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს და დაბა ჩოხატაურში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს. დასუფთავების მოსაკრებელის გადახდა დაეკისრება ასევე, დაბა ბახმაროში არსებულ ორგანიზაციებსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს/მოსარგებლეს.
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ,,სს ოპპა“ -ს სწრაფი გადახდის და ,,თიბისი ფეი“ -ს აპარატებიდან. გადახდა შესაძლებელია ასევე განხორციელდეს ინტერნეტის მეშვეობით. (იხ. ბმული)
სოციალურად დაუცველი ოჯახების, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების მიზნით გთხოვთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა, რომელთა ოჯახების სარეიტინგო უტოლდება ან ნაკლებია 65 000-ზე, მიმართოთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს ,,სხივს“ და წარადგინოთ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
ვიდეო ინსტრუქცია
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით. მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისიბრძანებით(იხ. ბრძანება).
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტიდან (chokhatauri.ge)საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში. შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები დაგზისპირა მოსაცდელები;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
საახალწლო კარნავალი მუსიკალურ სკოლაში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, 25 დეკემბერს, სამუსიკო სკოლაში, საახალწლო კარნავალი გაიმართა.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად შეასრულეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე. შესრულდა საახალწლო სიმღერები კლასიკური, ვოკალური და ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით.
#გურია2019 #ჩოხატაური2019
შობის ჯადოსნური ღამე ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ, სპექტაკლის „შობის ჯადოსნური ღამე“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასო ჩიგოგიძე.
#გურია2019 #ჩოხატაური2019
სპექტაკლი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ, სპექტაკლი „პეპი გრძელიწინდა“ დაიდგა.
სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასო ჩიგოგიძე.
#გურია2019 #ჩოხატაური2019
ინფრასტრუქტურული პროექტები ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, სოფლებში, თავპანტასა და შუაფარცხმაში იმყოფებოდა. მერმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ სოფლებში უკვე სრულდება დამეწყრილ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა და სახიდე გადასასვლელების აღდგენა.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #ინფრასტრუქტურა2019
მუნიციპალიტეტმა გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) გრანტი მოიპოვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა, საქართველოს 7 მუნიციპალიტეტთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტის ბიუჯეტი 70 000 ლარია. 60 000 ლარს დონორები დააფინანსებენ, 10 000 ლარი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება იქნება.
პროექტის, „ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება ბახმაროს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზით“ განხორციელებაზე შეთანხმებას ხელი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლოუისა ვინტონმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში ცხრაწყაროს ლოკაციაზე გამომავალი წყაროები მოპირკეთდება ქვის ყორით, მიმდებარე მოძველებული სავაჭრო დახლები ჩანაცვლდება ახალი რკინისა და ხის კონსტრუქციებით.
ცხრაწყარო-ბახმაროს გზაზე მდებარე ტრადიციულ მოსასვენებელ ლოკაციაზე მოეწყობა 7 საპიკნიკე ადგილი, მიყვანილი იქნება სასმელი წყალი და მოეწყობა ჰიგიენურ-სანიტარული სივრცეები.
#გურია2019 #ჩოხატაური2019