დახმარება სტიქიით დაზარალებულებს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად სტიქიით დაზარალებულთათვის განახორციელა ჰუმანიტარული დახმარების აქცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი, ასევე მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბის ტერიტორიულ ორგანოში გოჩა ჯინჭარაძე. აქცია გაგრძელდება მომდევნო დღეებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.
ბავშვთა როკ-ჯგუფის “Gurian Nice Kids” კონცერტი
13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში
გაიმართება ბავშვთა როკ-ჯგუფის “Gurian Nice Kids” კონცერტი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
საბავშვო სარაგბო ფესტივალი ჩოხატაურში
8 ნოემბერს, ჩოხატაურს მუნიციპაილიტეტის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა სარაგბო ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღო 16 მუნიციპალიტეტიდან 2000-2001წ დაბადებულმა მორაგბეებმა. ფესტივალის გამარჯვებული გახდა ჩოხატაურის სპორტსკოლის გუნდი „ ღონე’’ ( მწვრთნელი-გია გიორგაძე). ფესტივალს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და დასავლეთ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო დიაკონიძე, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდს და მონაწილეებს გადასცეს სიგელები.
კონკურსის პირველი ეტაპი
დასრულდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივ მომსახურებათა ოპერატორი) შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი (განცხადებების გადარჩევა), რომლის შედეგად შეირჩა ტესტირების ეტაპზე გადამსვლელი შვიდი კონკურსანტი.
ტესტირება ჩატარდება მ/წლის 15 ნოემბერს.
ჩოხატაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა
7 ნოემბერს ჩოხატაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა. პროექტი განახორციელა სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
სოფელ წიფნარში თანამედროვე სკოლა აშენდა
სოფელ წიფნარში ახალი თანამედროვე სკოლა აშენდა. 6 ნოემბერს სკოლის შენობა მიონახულეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ ჭკუასელმა, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელობამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა. მაჟორიტარმა დეპუტატმა სკოლას საჩუქრად გადასცა წიგნები. სკოლა მზადაა გახსნისათვის.
სარაგბო ფესტივალი
2014 წლის 8 ნოემბერს, 12 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, სპორტსკოლის ტერიტორიაზე, ახლადაშენებულ სარაგბო სტადიონზე გაიმართება სარაგბო ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს(16 მუნიციპალიტეტიდან) 2000-2001 წელს დაბადებული მორაგბეები.
მეწყერი მეწიეთში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. კერძოდ, სოფელ მეწიეთში მეწყერმა გზის ნაწილი დააზიანა.
სტიქიის ადგილი მოინახულა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
„არა ნარკოტიკს“
2014 წ. 31 ოქტომბერს გურიის რეგიონალური პროკურატურის მხარდაჭერით ჩატარდა აქცია „არა ნარკოტიკს“. მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის(ზემოსურები, გუთური, ჩხაკაურა, N1 და შუაფარცხმის საჯარო სკოლის 13 მოსწავლე), ოზურგეთის N1, N2, N4 საჯარო სკოლის 5 მოსწავლე, ლანჩხუთის და წყალწმინდის საჯარო სკოლის 9 მოსწავლე.
ჟიურს წარმოადგენდა ჩოხატაურის, ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელები, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი და ოზურგეთის რეგიონალური პროკურატურის პროკურორი - დავით შვანგირაძე. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული პრეზენტატორები ჩოხატაურის რაიონოდან გუთურის, ლაჩხუთის N3 და ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები. გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა პროკურორმა დავით შვანგირაძემ.
ENPARD - საქართველოში პროგრამის ფარგლებში, ორი ახლადშექმნილი კოოპერატივი დაფინანსდა
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD - საქართველოში) ფარგლებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაციასთან (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლასთან (ISET) ერთად ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს დასავლეთ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში: ხობი, აბაშა, სენაკი, (სამეგრელო) ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური (გურია) ცაგერი (რაჭა-ლეჩხუმი).
პროექტის მიზანია კოოპერატივების მეშვეობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, რაც განაპირობებს სოფლის მოსახლეობის შემოსავლების მატებას და შესაბამისად სიღარიბის შემცირებას საქართველოს სოფლებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრანტი მოიპოვა ორმა ახლადშექმნილმა კოოპერატივმა: სოფელ ჩხაკაურაში „სამეგობრო 2014“ (საკალმახე მეურნეობა) და სოფელ ქვენობანში „გურია კომპანი 2014“ (ჩაის გადამუშავება).