წიფნარის საჯარო სკოლის ოფიციალურად გახსნა
15 ნოემბერს, სოფელ წიფნარში თანამედროვე სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. სკოლის გახსნას დაესწრო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ყველა მათგანმა სოფლის მოსახლეობას და მთლიანად ჩოხატაურს მიულოცეს თანამედროვე სტანდერტების შესაბამისი სკოლის გახსნა. წიფნარის სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებები უსურვეს.
სპექტაკლი - ,,გამოდი სულო სინათლეზე'', ანუ ,,ჭკვიანი გიჟები''
14 ნოემბერს, კინოთეატრ ,,გურიაში" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა უჩვენა, წარმოდგენილ იქნა ა.მითაიშვილის ,,გამოდი სულო სინათლეზე", ანუ ,,ჭკვიანი გიჟები" (ნ.დუმბაძის ნაწარმოებების თავისუფალი გამოყენებით). სპექტაკლი განახორციელა რეჟისრომა გოგი ცინცაძემ, მასვე ეკუთვნის სპექტაკლის სცენოგრაფია, მუსიკალური გამფორმებელი ნინო სიხარულიძე, როლებს ასრულებდნენ: ქეთევან კუკულავა, შალვა შარაშიძე, გოგი ცინცაძე, გია ხვინჩიაშვილი, გიორგი სიხარულიძე, ავთო მახარაძე, შოთა ყაჭეიშვილი, რეზო კოტრიკაძე, არჩილ სიხარულიძე.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
N 1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
14 ნოემბერს , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში განხორციელდა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი მოუწყვეს. ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს.
ჩოხატაურის ბავშვთა როკ-ჯგუფის სოლო კონცერტი ქ. ოზურგეთში
13 ნოემბერს ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახ. დრამატულ თეატრში ჩატარდა ბავშვთა როკ-ჯგუფის „GURIAN NICE KIDS“-ის კონცერტი. ღონისძიებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პატარების მიერ შესრულებულმა რთულმა კომპოზიციებმა მოხიბლა მაყურებელი. პირველი გასვლითი პრემიერა, ანსამბლისათვის წარმატებული აღმოჩნდა.
სტუმარი ბირმინგემიდან
13 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა კომპოზიტორი ლონდონიდან ჰაი სიმპსონი, რომელიც ასწავლის ბირმინგემის კონსერვატორიაში, მან ჩაიწერა ფოლკლორულ ანსამბლ ,,გურიას" მიერ შესრულებული სიმღერები.
დახმარება სტიქიით დაზარალებულებს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად სტიქიით დაზარალებულთათვის განახორციელა ჰუმანიტარული დახმარების აქცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი, ასევე მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბის ტერიტორიულ ორგანოში გოჩა ჯინჭარაძე. აქცია გაგრძელდება მომდევნო დღეებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.
ბავშვთა როკ-ჯგუფის “Gurian Nice Kids” კონცერტი
13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში
გაიმართება ბავშვთა როკ-ჯგუფის “Gurian Nice Kids” კონცერტი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
საბავშვო სარაგბო ფესტივალი ჩოხატაურში
8 ნოემბერს, ჩოხატაურს მუნიციპაილიტეტის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა სარაგბო ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღო 16 მუნიციპალიტეტიდან 2000-2001წ დაბადებულმა მორაგბეებმა. ფესტივალის გამარჯვებული გახდა ჩოხატაურის სპორტსკოლის გუნდი „ ღონე’’ ( მწვრთნელი-გია გიორგაძე). ფესტივალს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და დასავლეთ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო დიაკონიძე, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდს და მონაწილეებს გადასცეს სიგელები.
კონკურსის პირველი ეტაპი
დასრულდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივ მომსახურებათა ოპერატორი) შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი (განცხადებების გადარჩევა), რომლის შედეგად შეირჩა ტესტირების ეტაპზე გადამსვლელი შვიდი კონკურსანტი.
ტესტირება ჩატარდება მ/წლის 15 ნოემბერს.
ჩოხატაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა
7 ნოემბერს ჩოხატაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა. პროექტი განახორციელა სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
სოფელ წიფნარში თანამედროვე სკოლა აშენდა
სოფელ წიფნარში ახალი თანამედროვე სკოლა აშენდა. 6 ნოემბერს სკოლის შენობა მიონახულეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ ჭკუასელმა, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელობამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა. მაჟორიტარმა დეპუტატმა სკოლას საჩუქრად გადასცა წიგნები. სკოლა მზადაა გახსნისათვის.