სარაგბო ფესტივალი
2014 წლის 8 ნოემბერს, 12 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, სპორტსკოლის ტერიტორიაზე, ახლადაშენებულ სარაგბო სტადიონზე გაიმართება სარაგბო ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს(16 მუნიციპალიტეტიდან) 2000-2001 წელს დაბადებული მორაგბეები.
მეწყერი მეწიეთში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. კერძოდ, სოფელ მეწიეთში მეწყერმა გზის ნაწილი დააზიანა.
სტიქიის ადგილი მოინახულა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
„არა ნარკოტიკს“
2014 წ. 31 ოქტომბერს გურიის რეგიონალური პროკურატურის მხარდაჭერით ჩატარდა აქცია „არა ნარკოტიკს“. მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის(ზემოსურები, გუთური, ჩხაკაურა, N1 და შუაფარცხმის საჯარო სკოლის 13 მოსწავლე), ოზურგეთის N1, N2, N4 საჯარო სკოლის 5 მოსწავლე, ლანჩხუთის და წყალწმინდის საჯარო სკოლის 9 მოსწავლე.
ჟიურს წარმოადგენდა ჩოხატაურის, ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელები, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი და ოზურგეთის რეგიონალური პროკურატურის პროკურორი - დავით შვანგირაძე. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული პრეზენტატორები ჩოხატაურის რაიონოდან გუთურის, ლაჩხუთის N3 და ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები. გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა პროკურორმა დავით შვანგირაძემ.
ENPARD - საქართველოში პროგრამის ფარგლებში, ორი ახლადშექმნილი კოოპერატივი დაფინანსდა
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD - საქართველოში) ფარგლებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაციასთან (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლასთან (ISET) ერთად ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს დასავლეთ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში: ხობი, აბაშა, სენაკი, (სამეგრელო) ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური (გურია) ცაგერი (რაჭა-ლეჩხუმი).
პროექტის მიზანია კოოპერატივების მეშვეობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, რაც განაპირობებს სოფლის მოსახლეობის შემოსავლების მატებას და შესაბამისად სიღარიბის შემცირებას საქართველოს სოფლებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრანტი მოიპოვა ორმა ახლადშექმნილმა კოოპერატივმა: სოფელ ჩხაკაურაში „სამეგობრო 2014“ (საკალმახე მეურნეობა) და სოფელ ქვენობანში „გურია კომპანი 2014“ (ჩაის გადამუშავება).
აბაშობა 2014
24 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტში აღინიშნა ტრადიციული სახალხო ზეიმი „აბაშობა 2014“. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სახელით მიწვეულ იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ამაღლება“ და დელეგაციის წევრები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვულოცავთ „აბაშობა 2014“-ს აბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მოსახლეობას.
ახალგაზრდული ფოლკლორული დღეები ბათუმში
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თაოსნობით 21-23 ოქტომბერს ჩატარდა „ახალგაზრდული ფოლკლორული დღეები“ - ს ფესტივალი, რომელშიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდა ათ კაციანი დელეგაცია.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა ფართოდ წარმოადგინეს საგამოფენო (ხალხური რეწვა, თექა, ნახატები, კერამიკა, ქსოვა) ნიმუშები.
ვაჟთა ანსამბლმა „ამაღლება“-მ (ხელმძღვანელი-ლოტბარი ლალი კორიფაძე) დიდი მოწონება დაიმსახურა. შესრულდა გურული სიმღერები. ქ. ბათუმის ვიცე მერმა ბაგრატ მანველიძემ სამახსოვრო საჩუქრითა და ფესტივალის პრიზით დააჯილდოვა ანსაბლი „ამაღლება“.
ვაკანსია ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივ მომსახურებათა ოპერატორის თანამდებობაზე
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოსთან (IREX) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ,,საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“. პროექტის მიზანია, შეიქმნას ბიბლიოთეკების სრულიად ახლებური კონცეფცია, სადაც ტრადიციულ საბიბლიოთეკო მომსახურებებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს კომპიუტერით, ინტერნეტით, მოაწყოს შეხვედრები და ამავდროულად იმავე შენობაში მიიღოს როგორც საჯარო (სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს ეროვნული არქივის) ასევე კერძო (ბანკი, მობილური კავშირგაბმულობის კომპანია) სექტორის სერვისები. ეს იქნება ბიბლიოთეკისა და „საზოგადოებრივი ცენტრის“ ნაზავი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ ხიდისთავში მდებარე ბიბლიოთეკის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოხდება ხიდისთავის ბიბლიოთეკის ავეჯით, ტექნიკით, წიგნებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნული სერვისების მიწოდებას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული ორი თანამშრომელი. კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- განცხადებების გადარჩევა;
- ტესტირება საკანონმდებლო აქტებში და ზოგად უნარებში;
- გასაუბრება კონკურსანტებთან, რომლებმაც გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი.
გასაუბრების შედეგად შერჩეული იქნება ორი საუკეთესო კანდიდატი. ორივე კანდიდატი მოსახლეობისათვის გასაწევი მომსახურების შესწავლის მიზნით განაწილებამდე გაივლის სტაჟირებას სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრსა და საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ სამსახურსა და იუსტიციის სახლებში. (სტაჟირების პერიოდში კანდიდატებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის ტესტირებები და გამოცდები).
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პირველი სხდომა
2014 წლის 15 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად კომისიამ დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:
1. კონკურსის ჩატარების ეტაპებად განისაზღვრა:
ა) საბუთების გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება.
2. ტესტირების ეტაპის მინიმალური ზღვარი განისაზღვრა სწორი პასუხების 55% (33 ქულა) ოდენობით.
3. რაც შეეხება კონკურსის ჩატარების გრაფიკს: კონკურსი გამოცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატს ექნება არანაკლებ ათდღიანი ვადა საბუთების წარდგენისათვის. საბუთების გადარჩევის შემდეგ მოხდება ტესტირების ეტაპზე გადასულ თითოეულ კონკურსანტთან დაკავშირება. კონკრეტული თარიღები ტესტირებასთან დაკავშირებით მოგვინებით იქნება ცნობილი.
ხვიჩა ცინცაბაძის და ზურაბ ბიბინეიშვილის ხსოვნისადმი მიძღნილი IV რესპუბლიკური ტურნირი
10 – 12 ოქტომბერს დაბა ჩოხატაურში ჩატარდა ტრაგიკულად დაღუპული ხვიჩა ცინცაბაძის და ზურაბ ბიბინეიშვილის ხსოვნისადმი მიძღნილი IV რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1998 – 2000 წლეებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო ჩაქვის, ქობულეთის, ლანჩხუთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, სამტრედიის, ჯვარის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის მოსწავლე სპორტსმენებმა, სადც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ჩოხატაურის კომპლექსური
სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა:
I ადგილი - 26 კგ წონით კატეგორია - ირემაძე გიორგი;
I ადგილი - 33 კგ წონით კატეგორია - ქათამაძე გიორგი;
I ადგილი - 42 კგ წონით კატეგორია - შავაძე თამაზი;
I ადგილი - 63 კგ წონით კატეგორია - გუბელიძე ლაშა;
I ადგილი - 63 კგ წონით კატეგორია - ირემაძე თენგიზი;
II ადგილი - 26 კგ წონით კატეგორია - დოლიძე საბა;
II ადგილი - 69 კგ წონით კატეგორია - ბერძენიშვილი ზურაბი.
ტურნირში მონაწილე გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით.
ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა მადლობას უხდის გამგეობის კულტურის სამსახურს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს, გიორგი სიხარულიძეს და ანსამბლ „ნართს“ელმძღვანელ ქალბატონ ვარდიკო თოდრიას.