დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები
კვლავ გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად სოფელ ერკეთში მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა.
გუბერნატორი ჩოხატაურში
6 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც მოინახულა გზების რეაბილიტაცის პროცესი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისია
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისია და განისაზღვრა მისი შემადგენლობა:
- მინდია ჟღერია -გამგებლის მოადგილე -კომისიის თავმჯდომარე;
- თეა უჯმაჯურიძე - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი-კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
- მარინე ბერაძე - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე -კომისიის წევრი;
- ანი ჩუბინიძე - სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
- მაგული კუნჭულია - საქართველოს საჯარო მოსამსახურთა პროფესიული კავშირის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - კომისიის წევრი.
კომისიასთან დაკავშირებული ფაილები (ნორმატიული აქტები, ტესტების ნიმუშები და ინსტრუქციები) შეგიძლიათ იხილოთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისების გვერდზე
გზის რეაბილიტაცია
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა.
პრემიერი გურიაში
30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. იგი გაეცნო მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას, რომელიც წყალდიდობამ გამოიწვია. ასევე აქვე იმყოფებოდა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საქართველოს პარლამენტის ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი.
სტიქიამ ისევ შემოგვიტია
დაანონსებულმა სტიქიამ დასავლეთ საქართველოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გადაუღებელი წვიმის შედეგად ისევ შემოუტია, ამჯერად უფრო დიდი მასშტაბით. დაიტბორა დაბის ტერიტორიის ქუჩები. ასევე რამოდენიმე სოფელი. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს და მეწყერსაშიში ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციას.
აფხაზეთი ჩვენი ტკივილი...
სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ ჩოხატაურის მკვიდრნი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ამ დაპირისპირების დროს
27 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადენლებმა მოინახულეს აფხაზეთში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების საფლავები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა
25 სექტენბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის დარბაზში ამავე სკოლის პედაგოგთა შემოქმედებითი გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იქნა ნამუშევრები გრაფიკაში, ფერწერაში, თექაში, კერამიკაში და ტანსაცმლის დიზაინში.
ნამუშევრებმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა დამთვალიერებლებში.
სტიქია ჩოხატაურში
24 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა, მდინარე გუბაზეულის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, ჩაიკეტა ნაბეღლავისა და ბუქსიეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე დაიტბორა სოფელ ბუქსიეთში მშენებარე ჰესის ტერიტორია.
სტიქიის ზონა მოინახულა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.
მინისტრი ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგებს და მიმდინარე სამუშაოებს.
დილიდანვე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურები.