ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ელ. სერვისების გვერდი
წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ელქტრონული სერვისების გვერდს. გვერდის მიზანია გაამარტივოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია ელექტრონული სერვისების საშუალებით. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების ელექტრონული ხელმისაწვდომობის" სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებლია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების დათვალიერება და გადმოწერა. ეტაპობრივად მოხდება სერვისების განვითარება და ახალი სერვისების დამატება
მემორიალური ტურნირი
15 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნა აფხაზეთის კონფლიქტში გმირულად დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების სახელობის მემორიალური ტურნირი ფეხბურთში. დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მებრძოლების: მამუკა კალანდაძის, გია სიხარულიძის, ზაზა ცინცაძის, ლექსო ბერიძის, გურამ უჯმამჯურიძის, გელა ბელაუსოვის, გოჩა უნგიაძის, ალბერტ შინოვის, კუგზარ კიკვაძის, ზურაბ კიკვაძის, გოჩა ონიანის, გია ტრაპაიძის სახელები.
აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა მოსახსენიებელი პარაკლისი
22 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით, სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით 9 აპრილის სკვერში გვირგვინით შეიმკო აფხაზეთის კომფლიქტში დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა მემორიალური დაფა. მოსახსენიებელი პარაკლისი გმირ მებრძოლებს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა მამა თომამ გადაუხადა.
დასუფთავების აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა. დასუფთავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებული ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები, სკვერები, მოსაცდელები, მდინარის სანაპიროები.
აქცია, რომლის მიზანი მნიშვნელოვანი ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში უშუალოდ მოსახლეობის ჩართვაა, ყოველი წლის სექტემბერს ხორციელდება და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს. აქციის დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა „დავასუფთაოთ მსოფლიო“.
მსგავსი ღონისძიებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრეძელდება.
მემორიალური ტურნირი ფეხბურთში
2014 წლის 22-24-25-26 სექტემბერს გაიმართება აფხაზეთის კონფლიკტში გმირულად დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების: მამუკა კალანდაძის, გია სიხარულიძის, ზაზა ცინცაძის, ლექსო ბერაძის, გურამ უჯმაჯურიძის, გელა ბელაუსოვის, გოჩა უნგიაძის, ალბერტ შინოვის, ნუგზარ კიკვაძის, ზურაბ კიკვაძის, გოჩა ონიანის, გია ტრაპაიძის, სახელობის ტურნირი ფეხბურთში.
ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ნაკრები და სოფლების გუნდები.
ტურნირი ჩატარდება ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, გაიხსნება 22 სექტემბერს 15 საათზე, ხოლო მომდევნო დღეებში ტურნირი 16 საათიდან გაგრძელდება.
მობრძანდით, ერთად მივაგოთ პატივი სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირთა ხსოვნას!
ღონისძიების ორგანიზატორი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი
მხარდამჭერები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ქვიშის პოეტების საღამო
10 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კინოთეატრ „გურიაში" ჩატარდა „ქვიშის პოეტების საღამო", რომელშიც მონაწილეობდნენ:
ჯანო შენგელია - ზუგდიდი;
დემეტრე ზარქუა - ზუგდიდი;
ზურაბ მურვანიძე - ლანჩხუთი;
პაპუნა ფირცხალაიშვილი - ლანჩხუთი;
პაპუნა რევიშვილი - ქუთაისი;
რევაზ ცინცაძე - ჩოხატაური;
თიკო კოტრიკაძე - ჩოხატაური.
წამყვანი ქეთევან კუკულავა.
ღონისძიების მხარდამჭერები: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა, #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. გამგებელი კმაყოფილი დარჩა შესრულებული სამუშაოების ხარისხით. 1 ოქტომბერს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები განახლებულ შენობაში დაიწყებენ სწავლას.
გამგებელი ზოტში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, სოფელ ზოტს ეწვია. შეხვედრისას მან აღნიშნა: ამ ბავშვებისთვის მომავალ წელს სკოლა აშენდება, მანამდე კი ახალ ბურთებს მიიღებენ საჩუქრად.
გამგებელმა ასევე მოინახულა მშენებარე საბავშვო ბაღი.
გაფრთხილება კულტურის სახლის მშენბელ კომპანიას
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, დაბის ცენტრში, კულტურის სახლის მშენებლობის ადგილას მივიდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მკაცრად გააფრთხილეს: თუ მშენებლობის გრაფიკში ჩამორჩენა არ იქნა აღმოფხვრილი, დაიწყება სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა.
სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, სოფელ წიფნარს ეწვივნენ. მოინახულეს წიფნარის სკოლის მშენებლობა, რომელიც 12 ოქტომბერს დასრულდება.