ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
2019 წლის 15 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებითა და სოფ. გოგოლესუბნის ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ ქალები სოფლად“ ინიციატივით აღინიშნა სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, გოგოლესუბნის ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ ქალები სოფლად“ წევრები, მერის წარმომადგენელი და სპეციალისტები.
ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები და გამოწვევები. მონაწილეებმა ისაუბრეს სოფლად მცხოვრები ქალების წვლილზე ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა და პროექტის „ქალთა გაძლიერება შინამეურნეობაში ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილემ ინგა კურტანიძემ პროექტში მიღებული გამოცდილება გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ჩოხატაურის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა მანანა მინდაძემ დამსწრეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამები გააცნო და საინფორმაციო მასალა გადასცა.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა, რომლებიც შინამეურნეობას ეწევიან, წარმოადგინეს ინიციატივა, სოფელ გოგოლესუბანში შეირჩეს სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჩვენებლად მოხდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება.
ღონისძიების მონაწილეება ამ დღის აღსანიშნავად სიმბოლურად დარგეს ხე. შეხვედრის დასასრულს კი საინიციატივო ჯგუფის „ქალები სოფლად“ წარდგინებით სოფელ გოგოლესუბნის გამოცდილ შინამეურნე ქალებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
24 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
აქციაში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სხვადასხვა საჯარო სამსახურების , ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოში, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იმართება. აქცია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის ქ. ლეჟაისკში
მიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქ. ლეჟაისკში.
დელეგაციის წევრები დაესწრნენ ქ. ლეჟაისკში ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე პოლონეთის პრლამენტის წევრები და საეკლესიო პირები.
ვიზიტის დროს განხორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქ. ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც ადგილზე გაეცვნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ქ. ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქ. ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოახატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
პოლონეთის მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქ. ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელება.
2020 წლის ივნისის თვეში ქ. ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება“, ანსამბლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად დაეთმობა.
სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის მოადგილეებთან და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, ჩოხატაურის ა(ა)იპ სამუსიკო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 277 988 ლარს შეადგენს და შ.პ.ს „ლაგი“ ასრულებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #ინფრასტრუქტურა
კოხნარში სპორტული მოედანი მოეწყო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოჩეს უბანში, მოსახლეობის თხოვნით სპორტული მოედანი მოეწყო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტული მოედნის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს, ადგილობრივებს შეხვდნენ და საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.
#გურია2019 #ჩოხატაურეი2019
ენერგოომბუდსმენი მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი თანაშემწეებთან ერთად გურიის რეგიონს სტუმრობდა.
სალომე ვარდიაშვილი, ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კუჭავას შეხვდა, სამომავლო თანამშრომლობის შეთანხმების მიზნით და მისგან მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული პრობლემები.
ენერგოომბუსმენის შეხვედრებს საინფორმაციო ხასიათი აქვს, გულისხმობს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეებთან შეხვედრას, კონსულტაციების გაწევას, განცხადებების შეგროვებას და მოქალაქეთა მეტ ინფორმირებას.
#გურია2019 #ჩოხატაური2019
ჩოხატაურში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა
27 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროპის ინიციატივას და ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ენერგეტიკის დღე აღნიშნა.
დღეის მდგომარეობით, ჩვენი მუნიციპალიტეტი, იმყოფება მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავების პროცესში.
მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავება წარმოადგენს „მერების შეთანხმების“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს.
2017 წლის 31 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტი გახდა. სულ, საქართველოში, „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი - 18 მუნიციპალიტეტია.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ინიციატივა „ახალგაზრდული იდეა“-ს წევრების მიერ, მოეწყო მსვლელობა ცენტრალურ ქუჩაზე, მოიხატა ავტოსადგომი დაბის ცენტრში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებთან ჩატარდა შემეცნებითი-საგანმანათლებლო გაკვეთილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები.
ენერგოეფექტურობის თემატიკაზე მოიხატა მერიის შენობის კედელი.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა და დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „კრიმანჭულის პარკში“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს : ა(ა)იპ კულტურის ცენტრს, ენერგო ექფექტურობის ცენტრს, მედიასახლ „გურია ნიუს“-ს, ჩოხატაურის სამხატვრო სკოლას, N1 საბავშვო ბაღს, ინიციატივა ჩოხატაურის „ახალგაზრდული იდეა“-ს, N1 საჯარო სკოლის და ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებს, ა(ა)იპ კომუნალური სამსახურს „სხივი“.
პროექტის ორგანიზატორები არიან მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის განყოფილების უფროსი ლელა მდინარაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ტერეზა ბაიაჯანი.
განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს ამბულატორიული მომსახურებების მიწოდების მიზნით საჯარო შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევას.
მიმწოდებლებმა, რომლებიც დაინტერესებულია აღნიშნული შესყიდვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. უნდა წარმოადგინონ:
1. მიმართვა;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ფასთა მოკვლევის წესი:
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით (This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.) დაეგზავნება არანაკლებ სამ მიმწოდებელს, რომლებმაც უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის მიღების დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში თავისი განფასებული ხარჯთაღრიცხვა, არაუმეტეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა.
ხელშეკრულება დაიდება იმ მიმწოდებელთან, რომელიც დააფიქსირებს შესყიდვის დაბალ ფასს. თუ მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ფასები იქნება ერთნაირი, მაშინ ხელშეკრულება გაუფორმდება იმ მიმწოდებელს, რომელმაც პირველმა გადმოაგზავნა დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
რეგისტრაციის ვადაა - 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით.
განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევა.
27 მაისს ხარჯთაღრიცხვები განსაფასებლად გაგზავნილია 3 ადმინისტრაციულ ერთეულში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან (შუა ამაღლების, შუასურების, ხევის ადმინისტრაციული ერთეულები).
იმის გამო, რომ ფასების კველავა ვერ განხორციელდა 2 ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელ სამუშაოებზე 28 მაისს ხარჯთაღრიცხვები განსაფასებლად განმეორებით გაგზავნილია 2 ადმინისტრაციულ ერთეულში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან (ნაბეღლავის და საჭამიასერის ადმინისტრაციული ერთეულები).
29 მაისს განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვები გადაიგზავნება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან:
1. ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული;
2. ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეული
მიმწოდებლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოების განხორციელებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 2019 წლის 29 მაისის 12 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
1. მიმართვა;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
განახლებული ინფორმაცია გამოყვეყნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე - www.chokhatauri.gov.ge .
საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავი
ჩოხატაურში 26 მაისი, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 101 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ტრადიციულად გაიმართა დოღი. წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის ეკლესიიდან დაბის მოადნამდე მოეწყო სახალხო მსვლელობა ქ. ქუთაისის სასულე ორკესტრთან ერთად. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #26მაისიესდღეჩვენია
განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევა.
24 მაისს ხარჯთაღრიცხვები განსაფასებლად გაგზავნილია 3 ადმინისტრაციულ ერთეულში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან (ნაბეღლავის, საჭამიასერის და ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეულები).
27 მაისს განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვები გადაიგზავნება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში დარეგისტრირებულ მიმწოდებლებთან:
1. შუა ამაღლების ადმინისტრაციული ერთეული;
2. შუა სურების ადმინისტრაციული ერთეული
3. ხევის ადმინისტრაციული ერთეული;
მიმწოდებლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოების განხორციელებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 2019 წლის 27 მაისის 12 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
1. მიმართვა;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
განახლებული ინფორმაცია გამოყვეყნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე - www.chokhatauri.gov.ge .